ფეხბურთი და ალკოჰოლი

საფრანგეთის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ყოფილი ვარსკვლავი პოლიციამ დააკავა

საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგე პოლიციამ აიყვანა. 

ფრანგი წვეულების შემდეგ ყოფილ თანაგუნდელ მაურო კამორანეზისთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როცა ის პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერა. ტრეზეგემ ალკოტესტის გავლაზე უარი თქვა და სამართალდამცავებს შეურაცხყოფა მიაყენა.

Daily Mail-ის ცნობით, ტრეზეგეს ალკოჰოლის დიდი დოზა დაუდგინდა და მართვის მოწმობა ჩამოერთვა.

ცნობისათვის, ტრეზეგემ კარიერა 2014 წელს დაასრულა.

კომენტარები