IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევა: მოსახლეობის 66% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 23% ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით, 11%-ს პასუხი არ აქვს.

2017 და 20018 წელს ჩატარებული კვლევების შედეგები მსგავსია. 2017 წელს მოსახლეობის 65% თვლიდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 21% თვლიდა, რომ სწორი. 2018 წელს კი, 67% თვლიდა, რომ არასწორად ვითარდება, 22% კი სწორად. 

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის (GALLUP) მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში, პირისპირ ინტერვიუების საშუალებით შეგროვდა. წარმომადგენლობითი შერჩევის მეთოდზე დაყრდნობით, გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1500 მოქალაქე. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტია. დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

კომენტარები