სპორტი

იუვენტუსის არყოფნის გამო Electronic Arts-ის კაპიტალიზაცია 790 მილიონით შემცირდა

0 კომენტარი
ფოტო: dotesports-media

ელექტრონული თამაშებისა და სიმალუტარების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Electronic Arts-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 790 მილიონი დოლარით შემცირდა. გუშინდელი, 18 ივლისის, სავაჭრო დღის განმავლობაში კომპანიის აქციებზე ფასი, დაახლოებით, 3%-ით შემცირდა. 

რყევების მიზეზი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის მომავალ ვერსიაში, FIFA 20-ში ტურინის იუვენტუსის არ ყოფნაა. კომპანიამ ვერ მოახერხა ტურინის იუვენტუსისგან ოფიციალური ლიცენზიის ყიდვა. ფასების ვარდნა სწორედ, ამ ამბის გავრცელების შემდეგ დაიწყო.

ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ლიცენზია წელს Electronic Arts-ის მთავარმა კონკურენტმა, Konami-მ შეიძინა. კომპანიის ინფორმაციით, საფეხბურთო სიმულატორის მომავალ ვერსიაში იუვენტუსის ანალოგს, Piemonte Calcio ერქმევა, ხოლო ფეხბურთელების სახელები და გვარები უცვლელი დარჩება.

Electronic Arts მსოფლიოში ელექტრონული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული კომპანიაა. კომპანიის საბაზრო ღირებულება 30 მილიარდ დოლარს აღემატება. FIFA 19-ის გარეკანზე, კი სწორედ, ტურინის იუვენტუსის შემტევი კრისტიანო რონალდო იყო გამოსახული.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები