IRI-ის კვლევა

IRI-ის 20 ივნისიმდე ჩატარებული კვლევა რუსეთის მიმართ მკვეთრ უარყოფით განწყობას აჩვენებდა

სერგეი გავრილოვი
Duma

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფსებდით რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას, მოსახლეობის 86% პასუხობს, რომ ცუდად, 7% ამბობს, რომ არც კარგად და არც ცუდად, კარგად 4% აფასებს.

მოსახლეობის 90% ამბობს, რომ უკრაინასთან აქვს საქართველოს კარგი ურთიერთობა, 87%-87% - აშშ და ევროკავშირი, 72% - თურქეთი, 66% სომხეთი, 56% - აზერბაიჯანი.

კვლევა გავრილოვის თბილისში ჩამოსვლამდე და ანტისაოკუპაციო აქციის დარბევამდე პერიოდში არის ჩატარებული.

რაც შეეხება კითხვას, როგორ უმკლავდება საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას? ნეგატიურად 52% აფასებს, პოზიტიურად 33%, 15% არ პასუხობს კითხვას ან არ იცის.

IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე თუ რომელ ქვეყანას მიიჩნევთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ საქართველოსთვის, პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს 79%, ხოლო ეკონომიკურ საფრთხედ 57% ასახელებს. საფრთხეების ნაწილში ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

მოსახლეობის 71% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოზე კვლავ გრძელდება, 17% მიიჩნევს, რომ შეჩერებულია, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს.

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის (GALLUP) მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში, პირისპირ ინტერვიუების საშუალებით შეგროვდა. წარმომადგენლობითი შერჩევის მეთოდზე დაყრდნობით, გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1500 მოქალაქე. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტია. დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

კომენტარები