ებოლა

WHO-მ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

CNN

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის გამო ჯანდაცვის კუთხით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა.

ვირუსის ხელახლა გააქტიურების შემდეგ მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე 2,500 ადამიანი დაავადდა. მათგან 1,600 დაიღუპა.

ორგანიზაციაში მოელიან, რომ ვაქცინაციის დასაფინანსებლად დონაციები გაიზრდება.

მათ განცხადებაში საუბარი არ არის ქვეყნის საზღვრების დახურვის აცულებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია, აღნიშნულია, რომ რეგიონის გარეთ მისი გავრცელების საფრთხე დაბალია.

ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა რუანდის საზღვარზე მდებარე ქალაქ გომაში. ორი შემთხვევა დაფიქსირდა მეზობელ უგანდაშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მსოფლიო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობა წარსულში მხოლოდ 4-ჯერ აქვს გამოცხადებული.

მათ შორის 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკის რეგიონში ებოლას ეპიდემიისას, რომელსაც 11,000-მდე ადამიანი ესმხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ებოლას ვაქცინა უკვე არსებობს, აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს უტარდებათ, ვინც დაავადებულებთან პირდაპირ კონტაქტში იყვნენ. ამჟამად აცრილია 161,000-ზე მეტი ადამიანი.

გარდა ამისა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე კონფლიქტი სიტუაციას ართულებს. იანვრის შემდეგ ებოლას სამკურნალო დაწესებულებებზე და მის პერსონალზე 198 თავდასხმა მოხდა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა და 58 დაშავდა.

კომენტარები