უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი: არსად მოვერიდები თქმას, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია

ნეტგაზეთი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მერაბ გაბინაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე, აქვს თუ არა მოსამართლეს უფლება, წავიდეს ანტისაოკუპაციო აქციაზე, უპასუხა: 

"არის ძალიან მაღალი ღირებულებები, რომელი ღირებულებების აღიარებაც მოსამართლეს არ უნდა ეშინოდეს და როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ფაქტთან, რომელიც გულის და სულის სიღრმემდე შემძვრელია და როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს არის აღიარებული ფაქტი, არსად არ მოვერიდები მე ამის თქმას. ეს არანაირად არ მიზღუდავს და მიკვეთავს მე ჩემს სამსახურეობრივ დამოკიდებულებებს".

კომენტარები