თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 20 ივლისს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, შატბერაშვილის, რადიანის, მარუხის გმირთა და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, თევდორე მღვდლის, ფიფიების, ქურდიანის, გორის, ბაგრატიონის, ცემის, ზუგდიდის, ცაბაძის, იამანიძის, ფოთის, სოხუმის, მაიაკოვსკის, ვორონინის, მეტრეველის და ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები