პოლიტიკა

ირანმა ორმუზის სრუტეში ბრიტანული ტანკერი დააპატიმრა

Warriors Wiki - Fandom

ირანის ცენტრალური უსაფრთხოების სამსახურის, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის თანამშრომლებმა ორმუზის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ერთი და ერთი ლიბერიული ტანკერი დააპატიმრეს.

თავდაპირველად მხოლოდ ერთი ტანკერის დაპატიმრების შესახებ იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა მეორე ტანკერის დაპატიმრებაც დაადასტურა.

ორივე გემის დაპატიმრება დაადასტურა, ისლამური რევოლუციის მცევლთა კორპუსმაც, მათი ინფორმაციით გემები საერთაშორისო სანაოსნო კანონმდებლობის დარღვევისთვის დააპატიმრეს.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ უახლოეს საათებში ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების საბჭოს (COBRA) სხდომა გაიმართება.

ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ, დაპატიმრებულ ტანკერზე Stena Impero-ზე სულ ეკიპაჟის 23 წევრი იმყოფებოდა, ხოლო ლიბერიულ ტანკერზე Stena Bulk-ზე ეკიპაჟის ზუსტ რიცხვზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ჯერემი ჰანტის ინფორმაციით, დაპატიმრებულ გემებზე ბრიტანეთის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. ასეე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპატიმრებულთა შორის რუსეთის რამდენიმე მოქალაქეა. ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა რომელიმე გემზე საქართველოს მოქალაქეები.

ტანკერების დაპატიმრებას, წინ უსწრებდა ამერიკელი სამხედროების მიერ ირანული უპილოტო აპარატის ჩამოგდება. კრიზისი რეგიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში პერიოდულად მწვავდება.

კომენტარები