ბერძნული ტელევიზიის Nafpaktia News ინფორმაციით, საბერძნეთში ქალაქ ნაფპაკტოსში მდინარე ევინოსთან Old Ring Road-ზე ძაღლი უკვე წელიწადნახევარია, რაც მის პატრონს ელოდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძაღლის პატრონი 40 წლის ჰარისი იყო, რომელიც 2017 წლის 9 ნოემბერს მდინარე ევინოსთან Old Ring Road-ზე ავარიის შედეგად დაიღუპა. ამ ამბავმა ადგილობრივები შეძრა, რადგან ტრაგედიამდე რამდენიმე წლის წინ ჰარისის ძმაც ასეთ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
გზატკეცილზე, ტრაგედიის ადგილას ძაღლის ახალი სახლი ნაფპაკტოსში მისი ძველი სახლიდან 12 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მედიის ინფორმაციით, ძაღლს არ სურს ადგილის დატოვება და ყოველ ჯერზე, როდესაც ადგილობრივებმა მისი წაყვანა სცადეს, ძაღლი უკან დაბრუნდა.
ადგილობრივებმა ძაღლს თავშესაფარი აუშენეს, იქვე დაღუპული პატრონისთვის პატარა სალოცავი არის აშენებული. ადგილობრივებს ძაღლისთვის რეგულარულად მიაქვთ წყალი და საჭმელი. ძაღლს "ბერძენი ჰაჩიკოს" სახელით იცნობენ.
ჰაჩიკო ცნობილი იაპონელი ძაღლია, რომელიც ტიკიოში შიბუიას სადგურზე 9 წელი, თავის სიცოცხლის ბოლომდე (8 მარტი 1935 წელი) ერთსა და იმავე ადგილას მის პატონს ელოდებოდა, რომელიც გარდაცვლილი იყო. ამ ადგილას დღეს მისი ძეგლი დგას. ჰაჩიზე ცნობილი ფილმი Hachi: A Dog's Tale გადაიღეს.