Walt Disney

Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორი კახა აბაშიძე გახდა

Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახა აბაშიძე დაინიშნა. 

მან Disney-ში იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, აფრიკისა და განვითარებული ბაზრების ვიცე-პრეზიდენტად ტელეარხების დისტრიბუციის დარგში მუშაობა 2008 წელს დაიწყო.

Disney-ს ოფისს ის დღემდე თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში უძღვებოდა, სადაც მედიადისტრიბუციის განვითარებას კურირებდა.

რამდენიმე ათეული წლის წინ, ის Fox-ის რუსულ წარმომადგენლობაში მუშაობდა, სადაც კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კახა აბაშიძეს Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

კომენტარები