საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში

მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

სააკაშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ზელენსკის უმრავლესობის შექმნის შანსი უნდა მიეცეს. 

მისივე თქმით, მისი პარტია უკრაინის რადას არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

"ყველა ხმას მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვიცავთ "ხალხის მსახურის" ამომრჩეველს და არ ვაკრიტიკებთ საპრეზიდენტო პარტიას. ვფიქრობ, რომ მათ უნდა მივცეთ შანსი",- ამბობს სააკაშვილი. 

მისი თქმით, მის პარტიას, "ახალი ძალების მოძრაობას" ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის დაბალი შანსი აქვს. მან მომხრეებს საკუთარი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების მხარდაჭერისკენაც მოუწოდა. 

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება.

კომენტარები