Marvel

ვამპირებზე მონადირე ბრუნდება - Blade-ის როლს მაჰერშალა ალი შეასრულებს

Marvel-ი ყველაზე ცნობილ ვამპირებზე მონადირის, ბლეიდის შესახებ ახალ ფილმს გადაიღებს, სადაც მთავარ როლს ოსკარის ორგზის გამარჯვებული მაჰერშალა ალი შეასრულებს. 

ამის შესახებ ცნობილი San Diego Comic-Con-ზე გახდა და ინფორმაცია Marvel-ის twitter-ის გვერდზეც გავრცელდა. 

თუ როდის დაიწყება გადაღებები და სხვა დეტალები ფილმზე ჯერ უცნობია. 

საკულტო ტრილოგიაში, რომლებიც 1998, 2002 და 2004 წლებში გამოვიდა, მთავარ როლს ვესლი სნაიპსი ასრულებს. ბლეიდს ადამიანის და ვამპირის თვისებები აქვს, რაც მას იდეალურ მონადირედ აქცევს. 

კომენტარები