უკრაინის საპარლამენტო არჩევნები

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

უკრაინის რადაში მოსახვედრად 22 პარტია იბრძვის. არჩევნები შერეული სისტემით მიმდინარეობს: 225 დეპუტატს პროპორციული სიით ირჩევენ, 199-ს კი მაჟორიტარულით. უკრაინული მედიის ინფორმაციით არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამომრჩევლის ნაწილმა საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. 

არჩევნების წინასწარი შედეგი საღამოს გახდება ცნობილი. 

ცნობისთვის, 20 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციის დროს პარლამენტი დაშალა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. 

კომენტარები