იულია სუსლიაკის საქმე

შსს: იულია სუსლიაკს საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა.

"უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის "დ" და "თ" საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი "ვახტანგისი"-ს გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით", - ამბობენ შსს-ში.

იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, დღეს დილის 9-ის ნახევარზე იულია სუსლიაკი მატარებლიდან უკანონოდ გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი 19 ივლისს სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. პროკურორის თქმით, იმის გამო, რომ საქმის გამოძიება საქართველოში შეუძლებელია, ის გამოსაძიებლად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები