მშენებლობაზე დაღუპული არასრულწლოვნის საქმე

16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

0 კომენტარი
ფოტო: შსს

მშენებლობაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლმ სამშენებლო კომპანიის "ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულისთვის 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

"ბრალდების მხარემ დაასაბუთა, რომ არსებობდა როგორც მიმალვის საფრთხე, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა", - თქვა პროკურორმა ირაკლი ქარდავამ.

სამშენებლო კომპანიის დირექტორის ადვოკატის თქმით, სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დირექტორმა არ იცოდა 16 წლის მოზარდის მშენებლობაზე მუშაობის შესახებ.

16 ივლისს, თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში არსებულ სამშენებლო ობიექტზე დაიღუპა 16 წლის გიორგი ბეშქენაძე. ის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები