საერთაშორისო პოლიტიკა

ევროპის უკანასკნელი დიქტატორი — 25 წელი ხელისუფლებაში

აკა ზარქუა
0 კომენტარი

25 წლის წინ, 1994 წლის 20 ივლისს ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის ფიცი პირველად დადო. ოპოზოციონერი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები 1994 წლის არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში ერთადერთ დემოკრატიულ არჩევნებად ასახელებენ.

სტატია ნათარგმნია BBC-დან.

მომდევნო ოთხი საპრეზიდენტო არჩვენებიდან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და ოპოზიციის შეფასებით, არცერთი არ იქნება დემოკრატიული სტანდარტის შესაბამისი. თავისუფალი სიტყვის, პრესისა და სამოქალაქო სექტორის სტრუქტურების დევნისთვის ლუკაშენკო ევროპის უკანასკნელი დიქტატორის მეტსახელს დაიმსახურებს. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არ აღიარებით და უკრაინის კრიზისში შუამავლის როლით ბოლო წლებში ლუკაშენკომ დასავლეთში საკუთარი იმიჯი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. 

მრავალი წლის განმავლობაში ლუკაშენკო მოხერხებულად მანევრირებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, თუმცა ბოლო პერიოდში მოსკოვთან ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. 2018 წლის ბოლოს კრემლმა საკავშირო ინტეგრაციის გაღრმავება მოითხოვა და მინსკისთვის ფინანსური დახმარების გაცემა სწორედ 20 წლის წინ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს მიაბა.

ფოტო: Getty Images

ალექსანდრ ლუკაშენკო პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა, მან პრეზინდეტის პოსტი 39 წლის ასაკში დაიკავა. იმ დროისთვის მასზე ახალგაზრდა მმართველი პოსტ-საბჭოთა სივრცეში, მხოლოდ ესტონეთის პრემიერი, მარტ ლაარი იყო, რომელმაც პრემიერის პოსტი 34 წლის ასაკში დაიკავა.

პირველი ინაუგურაციის დღეს ლუკაშენკომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისა და მაქსიმალური ღიაობის პირობა დადო.

გაუჩინარებული ოპოზიციონერები

ვიქტორ გონჩარი და ალექსანდრ ლუკაშენკო ფოტო: VLADIMIR KORMILKIN/NOVY CHAS

ახალგაზრდა დეპუტატს ბელარუსის პროვინციიდან და შემდეგ პრეზიდენტ ლუკაშენკოს გარკვეული დროის განმავლობაში ვიქტორ გონჩარი მეურვეობდა. იურისტი და ლუკაშენკოს კოლეგა პარლამენტში, გონჩარი ლუკაშენკოს პირველ საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. მოგვიანებით იგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახდა. გონჩარმა უკანონოდ ცნო 1996 წლის რეფერენდუმი, რომლის შედეგებითაც ლუკაშენკომ საპრეზიდენტო უფლებამოსილება გაიფართოვა. რეფერენდუმის შემდეგ გონჩარი ოპოზიციაში წავიდა და ლუკაშენკოს ყველაზე სერიოზულ კონკურენტად იქცა.

1999 წლის 16 სექტემბერს ვიქტორ გონჩარი, ბიზნესმენ ანატოლი კრასოვკისთან ერთად მინსკის ერთ-ერთი ქუჩიდან უგზო უკვლოდ გაუჩინარდა. გონჩარიც და კრასოვკიც დღემდე დაკარგულებად არიან მიჩნეულნი, საქმის გამოძიება 2003 წელს შეწყდა.

იმავე წლის 7 მაისს, იგივე ბედია ეწია ლუკაშენკოს გუნდის ყოფილ წევრს, ოპოზიციის მხარეს გადასულ შსს მინისტრს, გენერალ იური ზახარჩენკოს. 2000 წელს ლუკაშენკოს გაუჩინარებული მოწინააღმდეგეების სიაში აღმოჩნდა მისი ყოფილი პირადი ოპერატორი, დიმიტრი ზავადსკი. ზავადსკი ლუკაშენკოსთან მუშაობის შემდეგ ოპოზიციონერი ჟურნალისტის პაველ შერემიტის გუნდში აღმოჩნდა. მისი გაუჩინარებისა და მკვლელობის დეტალები ამ დროისთვისაც უცნობია.

ფოტო: news.tut.by

თანამდებობის იმ პირთა მიმართ, ვინც ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების გაუჩინარებას უკავშირდება ევროკავშირმა სანქციები პირველად 2004 წელს დააწესა. მას შემდეგ ამ პირთაა მიმართ სანქციები პერიოდულად ხანგძლივდება. ბოლოს ლუკაშენკოს გარემოცვის წევრთა მიმართ სანქციები 2019 წლის თებერვალში გაახანგძლივეს.

საპროტესტო აქციაზე გაუჩინარებულების საქმის საერთაშორისო საქმის გამოძიების მოთხოვნით ფოტო: AFP

დოტაციური მეურნეობა

ფოტო: PRESIDENT OF THE REPUBLIC OF BELARUS WEBSITE

ლუკაშენკო ბელარუსის უმაღლეს საბჭოში მოხვედრამდე, კოლმეურნეობა გოროდეცის  დირექტორად მუშაობდა. მისი პრეზიდენტობის დროს ბელარუსში აშენდა და მოდერნიზდა 2 ათასმდე სასოფლო ტიპის დასახლება, რომელსაც აგრო ქალაქებად მოიხსენებიენ.

ასეთი ტიპის მშენებლობის მომხრეები ხაზს უსვამენ რეფორმის შედეგად სოფელში კომფორტისა და მოდერნიზაციის დონის ზრდაზე. პროგრამის კრიტიკოსები კი, მის არაეფექტურობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მიუთითებენ, რომ პროგრამა მოძველებულია და ესეთი დასახლებებიდან ახალგაზრდები გარბიან.

ამ წლების განმავლობაში ბელარუსის სოფლის მეურნეობა დოტაციის რეჟიმში ფუნქციონირებს. ლუკაშენკოს ცნობით, ყოველწლიურად სექტორისთვის 2 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. ანალიტიკოსების აზრით, სექტორის სუფთა შემოსავალი სახელმწიფო დოტაციაზე გაცილებით ნაკლებია. 

ლუკაშენკო ხშირად მუშაობს თავის რეზიდენციებსი მდებარე, სამეურნეო ნაკვეთებში, სადაც მოსავალი ყოველთვის უმაღლესი ხარისხისაა. ლუკაშენკოს ნაკვეთებზე საზამთროც და ნესვიც კი იზრდება, რაც ბელარუსის კლიმატის პირობებში წარმოუდგენელია.

დაუმარცხებელი კორუფცია

ფოტო: SERGEI PULSHA

ფოტო: SERGEI PULSHA

საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, 1994 წლის დეკემბერში, ბელარუსული გაზეთები თეთრი ლაქებით (ცარიელი ადგილებით) დაიბეჭდა. მოვლენებს წინ უსწრებდა, დეპუტატის, სერგეი ანტონჩიკის გამოძიების დასკვნა, რომელიც პრეზიდენტის გარემოცვაში არსებულ კორუფციას ეხებოდა. ლუკაშენკომ გასცა ბრძანება ბეჭდვიდან ამოეღოთ მასალა, რომელიც საკითხს ეხებოდა.

თავის დროზე ლუკაშენკოს სახალხო პოპულარობა სწორედ, მის მიერ ქვეყნის პარლამენტში წარმოთქმულმა დასვკნამ მოუტანა, რომელიც, ასევე, კორუფციას ეხებოდა. ამ დასკვნაში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა, სტანისლავ შუშკევიჩმა სამუშაო ადგილიდან ლურსმნების ყუთი მოიპარა.

ბოლო წლების განმავლობაში ბელარუსში ანტიკორუფციული საქმეების ბუმია. ბელარუსის გენერალური პროკურორის ალექსანდრ კონიუკის განცხადებით, ყოველწლიურად კორუფციული დანაშაულებისთვის სხვადასხვა თანამდებობის პირთა მიმართ, დაახლოებით, ათასმდე საქმე მიმდინარეობს.

Transparency International-ის მიერ წარმოებულ კორუფციის ინდექსით, წინა წელს ბელარუსმა 44 ქულა აიღო, ამდენივე ქულა აიღო იამაიკამ და სოლომონის კუნძულებმა. უფრო ცუდი ქულები აიღო უკრაინამ და რუსეთმა, 32 და 28 ქულა შესაბამისად.

GAN Business Anti-Corruption Portal-ის 2017 წლის დასკვნაში, აღნიშნულია, რომ კორუფცია ბელარუსის სახელისუფლებო წრეების ყველა დონეზე არსებობს.

სამოკავშირეო ჩიხი

ფოტო: ALEXANDER SENTSOV/ALEXANDER CHUMICHEV/TASS

ერთიანი საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შეთანხმებას, ხელი ალექსანდრ ლუკაშენკომ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა 1999 წლის 8 დეკემბერს მოაწერეს. ერთიანი ვალუტისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმება, ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული. შექმნილია ერთიანი საპარლამენტო სტრუქტურები, თუმცა ანალიტოკესების აზრით, საერთო უწყებები დეკორატიულია და მოკავშირეებს შორის არსებული პრობლემების გადასაჭრელად ვერაფერს აკეთებს.

2018 წლის ბოლოს, მოსკოვმა ლუკაშენკოსგან ნაკისრი ვალდებულებების სწრაფი და ეფექტური აღსრულება მოითხოვა. მინსკისთვის ფინანსური დახმარების საკითხი კი, საკავშირო ინტეგრაციის შესრულების პროცესს დაუკავშირა. მინსკში ძმური ინტეგრაციის სახით, რუსეთის სახელმწიფოში ბელარუსის სრულ ინკორპორირებას უფრთხიან.

პირველი კაცის უსაფრთხოება

ფოტო: AFP

2001 წელს მინსკის მეტროში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ლუკაშენკო აფეთქებულ სადგურზე, შედეგების ლიკვიდიციამდე უმცროს შვილთან, კოლიასთან ერთად ჩავიდა. მოგვიანებით ადგილზე გადაღებული სურათებიდან ლუკაშენკომ შვილის სურათების განადგურება ბრძანა.

ასევე, უშიშრად გაემართა ლუკაშენკო ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერზე, რომელზეც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ინციდენტში დამნაშავედ გამოძიებამ ორი პირი გამოავლინა. ელექტრიკოსებს ვლადისლავ კოვალიოვსა და დიმიტრი კონოვალოვს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

ბელარუსი ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს. შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ლუკაშენკომ პირველად 1994 წლის არჩევნებამდე განაცხადა. ტელევიზიით აჩვენეს ლუკაშენკოს დაცხრილული ავტომობილი, თუმცა მოგვიანებით ჩატარებული საგამაძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ შემთხვევა ინსცენირებული იყო.

სტაფილო სტივენ სიგალისთვის

ფოტო: AFP

 

ბელარუსის პრეზიდენტი "სახალხო პრეზიდენტისთვის" დამახასიათებელი და საჭირო სოც-მედია თუ სხვა სახის კონტენტის შექმნის ნამდვილი ოსტატია. მსგავსი მეთოდებით, ლუკაშენკო ცდილობს მისი როგორც დიქტატორის იმიჯს დაუპირისპირდეს.

სხვადასხვა დროს ლუკაშენკო საზამთროთი და სტაფილო გაუმასპინძლდა სტივენ სიგალს, ასწავლიდა ცელვას ჟერარ დეპარდიეს, რუს ჟურნალისტებს საკუთარ საქათმეს უჩვენებდა და 2001 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკორდეონზეც კი უკრავდა.

მინსკის შეთანხმებები

ფოტო: Getty Images

მთელი საპრეზიდენტო კარიერის განმავლობაში ლუკაშენკო მოხერხებულად ლავირებდა რუსეთსა და დასვლეთს შორის. ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაიზარდა ბელარუსის, როგორც შუამავლისა და უპრებლემო რეგიონული პარტნიორის როლი.

2015 წლის თებერვალში, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის მონაწილეობით 16 საათიიანი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა დონბასში ვითარების დარეგულირებას ეხებოდა და მასში მონაწილეობა გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის პირველმა პირებმა მიიღეს.

მას შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში პოლიტიკური და საომარი ვითარების განმუხტვის შეხვედრები მინსკში იმართება. ამ დროისთვის მინსკის შეხვედრები რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებების ერთადერთი პლატფორმაა. თუმცა, ამ ფორმატში პირველი შეხვედრის შემდეგ, ახალი შეთანხმებები არ შემდგარა.

მინსკის და ლუკაშენკოს როგორც, შუამავლის როლი ანალიტიკოსების აზრით, ლუკაშენკოს პოლიტიკურ აქტივში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

მამა, მეუღლე, ბაბუა

ფოტო: AFP

ალექსანდრ ლუკაშენკო სამი ვაჟი ყავს, რომლებიც პერიოდულობით სხვადასხვა ღონისძიებაზე მამის თანხლებით ჩნდებიან. ლუკაშენკოს ოფიციალური მეუღლე, გალინა როდიონოვა შკლოვის პროვინციაში ცხოვრობს და არცერთხელ არ წარუდგენიათ როგორც პირველი ლედი.

1994 წელს, როდესაც ლუკაშენკო პირველად გახდა პრეზიდენტი მათ ოფიციალურად ორი შვილი ყავდათ, ვიქტორი ლუკაშენკო მამის მრჩეველია ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო დიმიტრი სპორტული კლუბის ხელმძღვანელია. ალექსანდრ ლუკაშენკოს 7 შვილიშვილი ჰყავს.

15 წლის, ნიკოლაი ალექსანდრეს ძე ლუკაშენკო

ფოტო: Getty Images

2004 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს მესამე ვაჟი შეეძინა. უმცროსი შვილის დედაზე ბევრი არაფერია ცნობილი, მხოლოდ ის, რომ პროფესიით ექიმია. ლუკაშენკოს შვილის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს არ მალავს, მეტიც მან საკუთარი დაბადების დღე 24 საათით გადაიტანა და შვილის დაბადების დღეს დაამთხვია.

14 წლის კოლია, წარმატებულად თამაშობს ჰოკეის და უკრავს ფორტეპიანოზე. კოლია ბავშვობის ასაკიდან დაყვება მამას საერთაშორისო ვიზიტებში. ლუკაშენკოს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ვაჟები მისი პოსტის დაკავებაზე არ ფიქრობენ და მის შვილების პრეზიდენტის ბედს არ უსურვებდა, თუმცა ბელარუსის მოსახლეობა სხვაგვარად ფიქრობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები