უკრაინის არჩევნები

სააკაშვილის პარტიამ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე 0.4% მიიღო - ეგზიტპოლი

unian

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიამ Рух нових сил ხმათა 0.4% დააგროვა. სააკაშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა პარტიული სიით მხარი დაეჭირათ ზელენსკის პარტიისთვის, ხოლო მაჟორიტარებად მისი პარტიის კანდიდატები აერჩიათ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ Слуга народа - ეგზიტპოლების მიხედვით ვერხოვნა რადას არჩევნებში 43,9% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. 

მეორე ადგილზე პრორუსული პარტია Оппозиционная платформа იკავებს - 11,5%.

რადას არჩევნები შერეული სისტემით მიმდინარეობდა. პარლამენტის ნახევარი პარტიული სიით აირჩეოდა, ხოლო ნახევარი მაჟორიტარული წესით, სწორედ ამიტომ, ეკზიტპოლების შედეგები აჩვენებენ მხოლოდ პარლამენტის ნახევრის შესაძლო გადანაწილებას.

რადაში სულ ხუთი პარტია შევა

 

კომენტარები