თბილისის ქუჩები, რომლებსაც 22 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

დღეს, 22 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თაბუკაშვილის, ჭანტურიას, აბაშიძის, ჯორჯიაშილის, ალექსი-მესხიშვილის, მაჩაბელის, ასათიანის, დადიანის და შავთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, სამშენებლო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, პოლიციის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, შატბერაშვილის, რადიანის, მარუხის გმირთა და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, რაზმაძის, მუხაძის და ბერძენიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და კიევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ბენდელიანის, ცისარტყელას, ზესტაფონის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები