რუსთავი 2-ის საქმე

ზურაბიშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე: არ მაინტერესებს

0 კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი ფოტო: სალომე ზურაბიშვილი

არ მაინტერესებს - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთავი 2-თან დაკავშირებულ კითხვას. 

პრეზიდენტი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც სიტყვითაც გამოვიდა. ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თავი აარიდა და კომენტარი ღონისძიებაზე გააკეთა. 

"შეფასება არის სრულიად პოზიტივი დღე, არაჩვეულებრივი საქმე რომელიც უდნა დააფასოთ,",- ამბობს ზურაბიშვილი. 

ჟურნალისტებმა მას მიმდინარე მოვლენებზე რამდენჯერმე ჰკითხეს, თუმცა ზურაბიშვილმა არცერთ კითხვას არ უპასუხა და ღონისძიება დატოვა. 

"მე მიმაჩნია რომ ის რაც დრეს მოხდა, ეს 30 წელი არაჩვეულებრივი საქმე ქვეყნისთვის ამ საექიმო დარგში, ეს არის ის რაზეც თქვენ უნდა საუბრობდეთ დღეს",- ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.  

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები