კინო

Avengers: Endgame-ის შემოსავალმა 2,7 მილიარდი შეადგინა და ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

d1dxvryen9goi5.cloudfront.net/

ენტონი და ჯო რუსოს მიერ გადაღებულმ შურისმაძიებლების ფინალურმა ფილმმა გაქირავებაში 2,79 მილიარდი დოლარი დააგროვა. რის შედეგადაც ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა. შურისმაძიებლებმა გადაუსწრო ჯეიმს კამერონის ავატარს, რომლის შემოსავალიც 2,78 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. მონაცემებს ამის შესახებ boxoffice mojo აქვეყნებს.

ჯამური შემოსავლიდან 851 მილიონი დოლარი ფილმს, აშშ-ს გაქირავებიდან შეუვიდა, 1,9 მილიარდი კი დანარჩენი მსოფლიოდან. რეკორდის დამყარებისთვის ფილმის 13 კვირა დაჭირდა, შედარებისთვის ავატარმა ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსი პრემიერიდან ერთი წლის თავზე მოიპოვა.

ივნისის ბოლოს ფილმი ლიმიტირებულ გაქირავებაში, ახალი სცენებით გავიდა. თავისი ფილმის მოსალოდნელი წარმატების შესახებ Walt Disney Company-მ ინფორმაცია 20 ივლისს გამოაქვეყნა. ფილმის რეკორდული შემოსავლების შესახებ ისაუბრა Marvel-ის ხელმძღვანელმა კევინ ფაიგმა წლევანდელ Comic con-ზე.

ამ დროისთვის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეულში არსებული ფილმების ნახევარი სწორედ, Marvel-ს ეკუთვნის. ფინალური სერიის გარდა, ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეულშია: შურისმაძიებლების კიდევ სამი ფილმი და შავი პანტერა.

კომენტარები