ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური მდივანი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

BBC

იაპონელი იუკიია ამანო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური მდივანი, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ამ პოზიციაზე 2009 წლიდან იმყოფებოდა, მარტში კი ავადმყოფობის გამო დროებით გადადგა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს, მის შემცვლელთან დაკავშირებით მოლაპარაკეკებები ჯერ კიდევ წინა კვირიდან მიმდინარეობს.

მისი წინამორბედი მოჰამედ ალ-ბადარეი, ეგვიპტერი დიპლომატი და საზოგადოებრივი მოღვაწე იყო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანს ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენებისთვის თანამშრომლობა წარმოადგენს.

კომენტარები