A$AP Rocky-ის დაკავება

დონალდ ტრამპი ზემოქმედებას ვერ მოახდენს A$AP ROCKY-ს გათავისუფლებაზე

0 კომენტარი
ფოტო: Highsnobiety.com

შვედეთის პრემიერმინისტრ სტეფან ლევენსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, შვედეთში დაკავებულ ამერიკელ რეპერ A$AP Rocky-თან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. პრემიერ-მინსტრის წარმომადგენლის თქმით, მათ შორის საუბარი 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და სტეფან ლევენმა საუბარში აღნიშნა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია მთავრობისგან და ის გავლენას ვერ მოახდენს მათ გადაწყვეტილებაზე. 

რადგან შვედეთის სასამართლო სისტემა გირაოთი გათავისუფლების საშუალებას არ იძლევა, რეპერი პატიმრობაში დარჩება 25 ივლისამდე.

ტრამპის თქმით, რეპერს სამართლიანად ექცევიან და მისივე თქმით, მან დაარწმუნა შვედი წარმომადგენლები, რომ A$AP Rocky საშიშროებას არ წარმოადგენს.

ამერიკის პრეზიდენტმა ამ ამბის შესახებ Kanye West-ისგან გაიგო და ტვიტერზე დაწერა, რომ აუცილებლად ექნებოდა კონტაქტი სტეფან ლევენთან, რადგან ბევრ ადამიანს უნდოდა ამ სიტუაციის სწრაფად მოგვარება.

A$AP Rocky მას შემდეგ დააკავეს, რაც შვედურმა გაზეთმა და TMZ-მ გაავრცელეს ვიდეოები, სადაც ის ორ კაცთან ჩხუბობს. რეპერმა ასევე დადო თავის ინსტაგრამზე ვიდეო, სადაც ჩანს როგორ დაყვება მას ორი კაცი და მის დაცვას ყურსასმენს თავში ურტყამს. ვიდეოში A$AP Rocky-ი ამბობს “არ გვინდა გეჩხუბოთ, არ გვინდა ციხეში წასვლა”, შემდეგ კამერას ეუბნება “ამ ბიჭებთან პრობლემები არ გვინდა, ისინი ჩვენ დაგვყვებიან”.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები