საბიუჯეტო შემოსავლები

წლის პირველ ნახევარში აქციზის გადასახადით ბიუჯეტში დაგეგმილის 83.7% შევიდა

საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა გამოაქვეყნა 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემები საბიუჯეტო შემოსავლებზე. ანგარიშის მიხედვით, იანვრიდან ივნისამდე ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან 544 მილიონ 164 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მოცულობის 83.1% იყო.

საპროგნოზო მოცულობა ვერ შესრულდა საქონლისა და მომსახურების (გეგმის 93.1%), საშემოსავლო (გეგმის 99.3%), დამატებითი ღირებულებისა (გეგმის 96.2%) და იმპორტის (გეგმის 81.2%) გადასახადების შემთხვევაშიც.

ამისდა მიუხედავად, იანვარ-ივნისში 5 მილიარდ 38 მილიონ ლარზე შევიდა, რაც საპროგნოზო მოცულობის 102.5%-ს შეადგენს. გადასახადებიდან ბიუჯეტმა გეგმის 100.9% (4 მილიარდ 503 მილიონ ლარზე მეტი) მიიღო. გეგმაზე მეტი შემოსავალი ბიუჯეტში შევიდა მოგების გადასახადიდან (გეგმის 112.5%), გადასახადიდან შემოსავალზე, მოგებასა და კაპიტალის ღირებულებაზე (საპროგნოზო მოცულობის 102.1%).

 

კომენტარები