წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

1968 წელს გაუჩინარებული ფრანგული წყალქვეშა ნავი იპოვეს

BBC

ფრანგული წყალქვეშა ნავი, რომელიც 50 წელზე მეტია, რაც გაუჩინარებულია, იპოვეს.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორენს ფარლი ამ შემთხვევას ტვიტერზე გამოეხმაურა და აღმოჩენას მდგომარეობის შემსუბუქება და ტექნიკური სიმარჯვე უწოდა.

1968 წლის იანვარში გემზე 52 მეზღვაური იმყოფებოდა, როდესაც ის საფრანგეთის სამხრეთ ნაპირზე გაუჩინარდა.

“ეს არის წარმატება, მდგომარეობის შემსუბუქება და ტექნიკური სიმარჯვე. მეფიქრება იმ ოჯახებზე, რომლებიც ამ მომენტს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ”,- განაცხადა ფარლიმ.

დაკარგული წყალქვეშა ნავი ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაში მყოფი ნავის მეშვეობით იპოვეს.

კომენტარები