კოსმოსი

ინდოეთმა მთვარეზე ხომალდი Chandrayaan-2 გაუშვა

BBC

ინდოეთმა მთვარეზე მეორე მისია გაუშვა. Chandrayaan-2 - ასე ჰქვია ხომალდს, რომელიც ორშაბათს, ადგილობრივი დროით 14:43 წუთზე გაუშვეს. შირარიკოტას კოსმოსურ სადგურთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. 

ინდოელები იმედოვნებენ, რომ გაშვებული ხომალდი წარმატებით დაეშვება მთვარის სამხრეთ პოლუსზე. ეს მთვარის აღნიშნულ ნაწილზე დაშვების პირველი შემთხვევა იქნება.  

საჰაერო ხომალდი დედამიწის ორბიტაზე 23 დღეს დაჰყოფს, შემდეგ კი მთვარის ორბიტაზე გადაინაცვლებს.   

მისია ყველაზე რთულია, რაც ოდესმე ინდოეთის კოსმოსურ სააგენტოს განუხორციელებია.   

Chandrayaan-2 მთვარეზე გამგზავრება 15 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაშვებამდე 56 წუთით ადრე ტექნიკური პრობლემების გამო გადაიდო.  

მისიის განხორციელებაზე 141 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ინდოეთმა პირველი ხომალდი მთვარის ორბიტაზე 2008 წელს გაუშვა. Chandrayaan-1 მთვარეზე ვერ დაჯდა, თუმცა რადარების საშუალებით პირველად აღმოაჩინა წყლის მოლეკულები.  

კომენტარები