არადეკლარირებული საქონელი

სარფსა და წითელ ხიდზე 12,200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

Time Magazine

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 18-22 ივლისს, სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების მანქანების და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 12,200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის
შესაბამისად, სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ საქონელი და
თითოეულს, სანქციის სახით, 1000-1000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.

გარდა ამისა, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ხ.მ-ს დათვალიერების შედეგად,
არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა სახეობის საათი (104 ცალი), კოსმეტიკური სახის საცხი (14 ცალი) და მობილური ტელეფონი (1 ცალი) აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,711.88 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3,711.88 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები