ლეონარდო დიკაპრიო

რუსები ლეონარდო დიკაპრიოს ბაიკალის ტბის გადარჩენას სთხოვენ

BBC

ამერიკელ მსახიობსა და კინოპროდიუსერს, ლეონარდო დიკაპრიოს რუსები ბაიკალის ტბის გადარჩენას სთხოვენ.

სოციალურ მედიაში მსახიობის პროფილზე ამ მოთხოვნით ბევრი ადამიანი წერს კომენტარს.

ბაიკალი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბაა, რომელიც რუსეთში, კერძოდ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირში მდებარეობს. ბაიკალის ტბა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ზედაპირული წყლის ფარული ევტროფიკაცია განსაკუთრებულად საფრთხეს უქმნის წყალსაცავის ეკოსისტემას, რადგან მასში ხვდება ჭარბი აზოტი და ფოსფორი. სპეციალისტები თქმით, ეს გამოწვეულია ფოსფატების შემცველი სარეცხი საშუალებებითა და ჩამდინარე წყლებით.

მსახიობი გარემოს დაცვის საკითხებში საკმაოდ აქტიურადაა ჩართული, ის სოციალურ მედიაში კლიმატის ცვლილების პრობლემებს ხშირად ეხმაურება.

მან დააფუძნა ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი 1998 წელს, 2016 წელს კი BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება ახალგაზრდა თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.

2012 წელს მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ბებიამისი რუსია, აქედან იყო განპირობებული მისი ფანების კომენტარები, რომლებიც ახსენებდნენ მას რუსეთთან კავშირს და ბაიკალის გადარჩენას სთხოვდნენ, "გაიხსენე ბებიაშენი",- ასე უკომენტარებენ მას ფანები.

რუსები მას სახელით “ლევუშკათი” მიმართავენ.


ფოტო: BBC

როგორც აღმოჩნდა, ამ იდეის ავტორი ერთ-ერთი ინსტაგრამის ექაუნთია, რომელიც ბაიკალის ტბასთან მდებარე ქალაქ ულან უდეზე სიახლეებს აშუქებს.

"ყველამ დავუწეროთ ლეონარდო დიკაპრიოს ბაიკალის პრობლემების შესახებ"

"დავაკომენტაროთ დიკაპრიოს პოსტებს რუსულად და ინგლისურად, არ დაგავიწყდეთ ჰაშთაგის მითითება #გადაარჩინე ბაიკალი, #ბაიკალი ჩვენია",-ვკითხულობთ პოსტზე.

“მალე ტიტანიკს აღარ ექნება ადგილი, სადაც იმოძრავებს”, “ტიტანიკს ბაიკალზე რომ იღებდნენ, არც ჩაიძირებოდა”,- წერენ ფანები.

ერთ-ერთმა მას ბაიკალის გადარჩენის სანაცვლოდ მეორე ოსკარიც კი შესთავაზა.


ფოტო: BBC

კომენტარები