საქართველო-აშშ

ალექსანდერ ვერშბოუ უარყოფს ინფორმაციას, რომ ის საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება

ალექსანდრ ვერშბოუ
wikipedia.org

NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ უარყოფს ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება. ამის შესახებ ვერშბოუმ Twitter-ზე დასმულ კითხვას უპასუხა.

"ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და მისი Nato-სკენ მისწრაფებების მხარდამჭერი, მაგრამ მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად“, – წერს ალექსანდრ ვერშბოუ.

კომენტარები