პაიეს მოულოდნელი საქციელი

"მარსელის" ფეხბურთელმა თანაგუნდელს ტუჩებში აკოცა და მისი პასით გოლი გაიტანა (ვიდეო)

"ბორდოსთან" ამხანაგური მატჩის წინ, "მარსელის" ლიდერმა დიმიტრი პაიემ ყველასთვის მოულოდნელად თანაგუნდელ ბუნა სარს ტუჩებში აკოცა. "მარსელმა" სპარინგი 2:1 მოიგო და პაიემ გოლი სწორედ სარის პასით გაიტანა.

მატჩის შემდეგ, პაიემ "ინსტაგრამის" გვერდზე გოლისა და კოცნის ვიდეო გამოაქვეყნა.

კომენტარები