მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "ლეგენდების ქვეყანა" გაიხსნა.
ფესტივალში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ.
გახსნის ცერემონიაზე ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორი ნომრები წარმოადგინეს.
ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, 20 საათზე მარტვილში შედგება.