სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორ შესრულდა 2019 წლის 6 თვის ბიუჯეტი

management-degree.net

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა, 2019 სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების დოკუმენტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლები 5 მილიარდ ლარს აღემატებოდა, რაც საპროგნოზო მოცულობის 102,5%-ია. აქედან გადასახადების სახით ბიუჯეტში 4,5 მილიარდი შევიდა, რაც გეგმის 100,9%-ია.

დღგ-ს სახით, ბიუჯეტში 1,853 მილიარდი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მოცულობის 96 პროცენტია. თითქმის ზუსტად, 99,3%-ით შესრულდა საშემოსავლო გადასახადის გეგმა და ამ გზით ბიუჯეტში 1,565 მილიარდი ლარი შევიდა.

საპროგნოზო მოცულობას გადააჭარბა მოგების გადასახადისგან შესულმა თანხამ და 470 მილიონი ლარი შეადგინა, გეგმის 112%. 93%-ით შესრულდა გეგმა საქონელზე და მომსახურებაზე არსებული გადასახადების ნაწილში და აქედან მიღებულმა შემოსავალმა 2,397 მილიარდი შეადგინა.

ასევე, ვერ შესრულდა საპროგნოზო მოცულობა სააქციზო გადასახადის მიმართულებით. 2019 წლის პირველ ექსვ თვეში სააქციზო გადასახადიდან ბიუჯეტში 650 მილიონი ლარი უნდა მიეღო, თუმცა დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტში 544 მილიონი შევიდა. რაც დაგეგმილზე 106 მილიონით ნაკლებია.

დოკუმენტიდან, ასევე, საყურადღებოა სახელმწიფო ვალის მონაცემები. 2019 წლის პირველ ექვს თვეში ვალდებულებების ზრდით ბიუჯეტში შესულმა თანხამ 632 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც საპროგნოზო მოცულობის 106%-ია.

აქედან საშინაო ვალმა 275 მილიონი შეადგინა, რაც პროგნოზის 141%. საპროგნოზო მოცულობაზე ნაკლები აღმოჩნდა შესრულება საგარეო ვალის ნაწილში. ამ გზით ბიუჯეტში 356 მილიონი ლარი შევიდა, რაც დაგეგმილის 89%-ია. 

კომენტარები