რუსეთი

რუსეთში შოტლანდიელი სტუდენტი ფემინიზმზე ლექციის წაკითხვის გამო დააკავეს და დააჯარიმეს

0 კომენტარი
ფოტო: Harriet Phillips / Vkontakte

21 წლის შოტლანდიელი სტუდენტი ჰარიეტ ფილიპსი რუსეთში ქალაქ კრასნოიარკში ფემინიზმის თემაზე ლექციის წაკითხვისთვის დააკავეს და დააჯარიმეს. 

ფილიპსი კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტია და ის სანქტ-პეტერბურგში სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე კრასნოიარსკში დააკავეს და უთხრეს, რომ მისი სტუდენტური ვიზა საჯარო გამოსვლების უფლებას არ აძლევდა. 

ლექციაზე დამსწრეებმა ადგილობრივ სიახლეების სააგენტოსთან განაცხადეს, რომ პოლიცია ლექციაზე დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ შეიჭრა. 

ფილიპსი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადმინისტრაციული ჯარიმის ფორმა შეავსო. რუსეთში მიგრაციის საკითხზე წესების დარღვევებისთვის ჯარიმა 2 000-დან 5000 რუბლამდე განისაზღვრება.

მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ფილიპსმა რუსულ სოციალურ ქსელში Vkontakte გააზიარა.

გასულ თვეს გერმანელი სტუდენტი ლუკას ლათსი, რომელიც რუსეთში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა, უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს მას შემდეგ, რაც რუსეთში გარემოსდაცვითი პროტესტის შესახებ სტატია დაწერა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები