სამხრეთ კორეა

სამხრ. კორეულმა თვითმფრინავმა რუსული ხომალდის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით მათმა სამხედრო თვითმფრინავმა რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

მათი თქმით რუსულმა ხომალდმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ორჯერ გადაკვეთა, რასაც მათი მხრიდან ტყვიამფრქვევის 360 რაუნდის გასროლა მოჰყვა.

მათივე თქმით საჰაერო სივრცე სამმა რუსულმა და ორმა ჩინურმა ხომალდმა დაარღვია.

რუსეთი სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს. მათი თქმით რუსული თვითმფრინავები ნეიტრალური წყლების თავზე დაფრინავდნენ. ისინი სამხრეთ კორეის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლის ფაქტსაც უარყოფენ.

ჩინეთში მომხდარზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ.

ეს რუსეთსა და სამხრეთ კორეას შორის პირველი მსგავსი შემთხვევაა.

შემთხვევა სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის სადავო კუნძულების თავზე მოხდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები