The Simpsons

DISNEY-მ შეიძლება სიმფსონების სიქუელი გადაიღოს

0 კომენტარი
ფოტო: Variety.com

სან-დიეგოს Comc con-ზე ცნობილი გახდა, რომ დისნეიმ შესაძლოა სიმფსონების სიქუელი გადაიღოს.

ამის შესახებ, Comic Con-ის ერთ-ერთ პანელზე სიმფსონების ფილმისა და სერიალის შემქმნელმა, მეტ გრინინგმა ისაუბრა. მისი თქმით, მას უნდა რომ სიმფსონების სიქუელი გადაიღოს და მისივე თქმით, ეს ალბათ დისნეისაც მოუნდება, რადგან ფილმს  დიდი შემოსავლის პოტენციალი აქვს.

"ეჭვგარეშეა, რომ ახლო მომავალში ჩვენ გვექნება სიმფსონების სხვა ფილმი. ვფიქრობ, დისნეის მოუნდება ეს შემოსავლის გამო" - თქვა მეტ გრინინგმა.

სიმფსონების პირველი ფილმი გამოვიდა 2007 წლის 21 ივლისს და მისმა შემოსავალმა 527,1 მილიონი დოლარი შეადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები