დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: ქიბარ ხალვაშის უკან სახელისუფლებო გუნდის აშკარა მხარდაჭერას ვხედავ

კვირა

დავით უსუფაშვილის თქმით, ის ქიბარ ხალვაშის უკან სახელისუფლებო გუნდის სრულიად აშკარა პოლიტიკურსა და მორალურ მხარდაჭერას ხედავს. 

მან რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კვირის პრესკლუბში ისაუბრა.

“ქიბარ ხალვაშის უკან მე ვხედავ სახელისუფლებო გუნდის სრულიად აშკარა პოლიტიკურ თუ მორალურ თუ ყველანაირ მხარდაჭერას. ეს ყოველდღე ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მხრიდან სრულიად აშკარად გამოსჭვივის",- თქვა მან.

“ქიბარ ხალვაშს ჰქონდა ძალიან ბევრი პრობლემა სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომელმაც პირდაპირი გაგებით გააკულაკა, წაართვა, გაუძღვა, რაც ყველამ ვიცით. მის თაობაზე არაპირდაპირი ინფორმაცია მქონდა პარლამენტში მისი დის ფატი ხალვაშისგან, რომელიც პარლამენტის წევრი იყო და ჯერ კიდევ 2016 წელს ჩემთან ღაიდ ამბობდა, რომ ამდენი დრო გავიდა და ქიბარის პრობლემები ვერ გვარდებოდა. არა რუსთავი 2-ის თემა, არამედ დანარჩენი ბიზნესების და ქონებების. ღევანდელი მდგომარეობა როგორია მე არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ხალვაშის ცხოვრების ინტერესი არასდროს ყოფილა მედია, მას თავის დროზე რუსთავი 2 გადაუფრომეს მისი ინტერესის გარეშე, მერე წაართვეს მისი თავისუფალი ნების გარეშე გარეშე და ახლაც ამ დავებში არამგონია ის როგორც სამართლიანობის აღდგენის მებრძოლი ყოფილიყო ჩართული, აქ იყო კონტექსტი იმისა, რომ რუსთავი 2-ის დე ფაქტო მფლობელი სააკაშვილი იყო” – ამბობს დავით უსუფაშვილი.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები