დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: ოქრუაშვილს ივანიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა

კვირა

დავით უსუფაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური თანამშრობლობის სურვილი ჰქონდა.

მან ირაკლი ოქრუაშვილთან 2014 წლის შეხვედრა გაიხსენა და ამის შესახებ კვირის პრესკლუბში ისაუბრა.

“მოგახსენებთ ზუსტად და ამომწურავად რა მოხდა 2014 წელს. დამირეკა ირაკლი ოქრუაშვილმა, მთხოვა შეხვედრა, შევხვდით. ამ შეხვედრაზე მან მთხოვა ბიძინა ივანიშვილამდე მიმეტანა მისი სურვილი ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობის თაობაზე. მისი მზაობა მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე, ცრუ ჩვენებების მიცემის შესახებ. ანუ, მან მე მითხრა, რომ სურდა ივანიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობა და მზად იყო ჩვენებების მისაცემად პროკურატურისთვის ბვერ საინტერესო საქმეზე. მე ამის შესახებ გადავეცი ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს და ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი. ეს იყო ღარიბაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ შოთაძე დაუკავშირდებოდა და სისხლის სამართლის საქმეებზე ექნებოდათ საუბარი და დანარჩენზე შემდეგ ისაუბრებდნენ. კონკრეტულად ეს მესიჯი გადავეცი ოქრუაშვილს და ამითი ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში ამოიწურა",- თქვა მან.

მისივე თქმით, ეს არ იყო ოქრუაშვილისგან პირველი შემთხვევა, როდესაც მან უსუფაშვილთან შეხვედრა "ბინძური თეთრეულის კონტექსტში მოიხსენია". 

"თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, სწორედ ესაა ბინძური თეთრეულის კონტექსტში იმ შეხვედრის მოსხსენება რომელიც ვახსენე, ჩემი SMS და ჩემი სახელის მოხსენება", - თქვა დავით უსუფაშვილმა.

“მე ოქრუაშვილთან ადამიანურად მაკავშირებს წლების განმავლობაში ურთიერთობა, პურის რიგში საათობით დგომა, ფეხით სიარული ქალაქის ცენტრიდან პლატოზე, როცა მეტრო არ მუშაობდა და“კერასინკაზე” გამთბარი ხელებით კონსტიტუციის პროექტზე მუშაობდა,ამიტომ თავს ვიკავებ და ვიკავებდი ამ რაღაც ხაზების წაშლისგან და ხვალაც შევიკავებთავს, მაგრამ რადგან რაღაც ტერმინებში გაახვია ის შეხვედრა, იძულებული ვარ ვთქვა თუვინმესთან ოქრუაშვილმა ცუდ საქმეზე ისაუბრა, ვის რაზე შეუთანხმდა, ამაზე ალბათ თვითონ უნდაი ლაპარაკოს და იმ ხალხმა, ვისაც შეუთანხმდა. რაც შეეხება კონტექსტს, ეს ყველაფერი გამოიწვია დავით დვალის მიერ მისი ჩვენებების გასაჯაროვებამ და ამის საპასუხოდ თქვა, რომ მე ასეთ ვითარებაში მივეცი ჩვენებებიო, მერე რა?! ანუ, ივანიშვილისგან გორში არჩევნების მხარდაჭერის სანაცვლოდ ტყუილები ილაპარაკა იქ? და თუ ამას გვეუბნება, ამით რამე კარგს ამბობს სათავისოდ? თუ ტყუილი არ უსაუბრია და სიმართლე ილაპარაკა და დღესაც ადასტურებს რაც იმ ჩვენებებშია, მაშინ რა შუაშია როდის და რა კონტექსტში ილაპარაკა, რადგან სიმართლე სიმართლეა. ხოლო თუ სიყალბეა, მაშინ რის გამო იყო ეს სიყალბე, თავად და პროკურორებმა უნდა ისაუბრონ. მე როგორც ვიცი, თუ არ მეშლება, მგონი, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზეც უნდა ჰქონდეს ამ საქმეში ჩვენება მიცემული ირაკლის, იმიტომ რომ იქ ფიგურირებდა თემები სააკაშვილმა როგორ დაავალა თავის ბიჭებს ეს, ვინ ჩაიდინა და ვინ არჩაიდინა, რაც მახსოვს მაშინდელი საჯარო ინფორმაციიდან, არც ირაკლისთან მქონია საუბარი და არც პროკურორებთან, ასევე ჩვენებები მან მისცა დაკითხვის დროს. ეს არც ჩემი საქმეა და არც ინტერესის სფეროა ვამოწმო სიმართლე როდის თქვა და ტყუილი როდის, ეს ალბათ, თავად უნდა თქვას და პროკურორები იქ იმიტომ არიან რომ განსაჯონ ამის შესახებ",- თქვა უსუფაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-თან ინტერვიუში დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"უსუფაშვილმა ივანიშვილისგან მომიტანა ძალიან მარტივი მესიჯი, პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. არჩევნებთან დაკავშირებით ჩემ რაღაც საკითხის გარკვევაზე არის ეს პასუხი. შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ამ ჩვენების მიცემა ასეთი სახით, როგორითაც მაქვს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

კომენტარები