A Beautiful Day in the Neighborhood

SONY-მ ტომ ჰენქსის ახალი ფილმის თრეილერი გაავრცელა და ის გასაოცარია - ვიდეო

ორშაბათს Sony-მ ახალი ფილმის "A Beautiful Day in the Neighborhood"-ის თრეილერი გაავრცელა, რომელშიც ტომ ჰენქსი ჟურნალისტი ფრედ როჯერსის როლს ასრულებს.

თრეილერში ვხედავთ, რომ ტომ ჰენქსს ზუსტად ჟურნალისტი ფრედ როჯერსივით აცვია.

ფრედ როჯერსი საბავშვო გადაცემა "Mister Rogers' Neighborhood"-ის წამყვანი იყო. გადაცემა 1968 წლიდან 2001 წლამდე გადიოდა და მას 31 სეზონი ჰქონდა. ფრედ როჯერსი 2003 წელს გარდაიცვალა.

"A Beautiful Day in the Neighborhood"-ის გამოსვლის თარიღი 2019 წლის ნოემბერია.

 

კომენტარები