ფსიქიკური პრობლემები

ორეგონში მოსწავლეებს შეეძლებათ დასასვენებლად ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეები აიღონ

BBC

ახალი კანონის მიხედვით, ორეგონის შტატში მოსწავლეებს შეეძლებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეები დასასვენებლად აიღონ, ისევე, როგორც ავადმყოფობის დროს იღებენ დასვენების დღეებს. მოსწავლეებს შეეძლებათ, ხუთი დღე დაისვენონ.  

ახალი კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ოთხმა მოსწავლემ, სემ ადამსონმა, ლორი რიდლმა, დერეკ ევანსმა და ჰეილი ჰარდკასტლმა, ორეგონის შტატის მთავრობას თხოვნით მიმართა. თინეიჯერთა ჯგუფის თქმით, ისინი ცდილობენ, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმა შეცვალონ. მათივე თქმით, ჯგუფის მთავარი მიზანი იყო, მიეცათ ბიძგი, რომ თინეიჯერებს ხმამაღლა ესაუბრათ საკუთარი ფსიქიკური პრობლემის შესახებ.  

თუმცა, მოსწავლეთა მშობლების ნაწილი ახალ კანონს აკრიტიკებს. მათი თქმით, კანონი მოსწავლეებს ახალ მიზეზს მისცემს, რათა სკოლა უმიზეზოდ გააცდინონ. მათივე თქმით, ზოგიერთი მოსწავლე მშობლებსა და მასწავლებლებს თავს მოაჩვენებს, თითქოს ავად არის. ჰეილი ჰარდკასტლის თქმით კი, ეს კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან კანონი თინეიჯერებს მისცემს საშუალებას, ზრდასრულებთან საკუთარ პრობლემებზე ღიად ისაუბრონ და მიიღონ დახმარება, რომელიც სჭირდებათ. 

ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოს მიხედვით, ორეგონის შტატში მერვეკლასელთა 17% ბოლო 12 თვის განმავლობაში სუიციდზე ფიქრობდა. 

კომენტარები