კიბერ თავდასხმა

ბრალიზიის ეკონომიკის მინისტრის მობილური ტელეფონი დაჰაკეს

Reuters

ორშაბათს, 22 ივლისს ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრის პრესსამსახურმა პაულო გუედეს ტელეფონის დაჰაკვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

“გთხოვთ, უგულებელჰყავით ყველანაირი შეტყობინება მისი ნომრიდან”,- თქვა მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა რეპორტიორებთან.

“დეტალური ინფორმაციის გარკვევის შემდეგ შესაბამისი ქმედებები გატარდება”,- ვკითხულობთ პრესსამსახურის განცხადებაში.

ბრაზილიაში უმაღლეს ორგანოებში მომსახურე პირებზე კიბერ თავდასხმები საკმაოდ ხშირია, მსგავსი ინციდენტი გადახდათ იუსტიციის მინისტრს, სერგიო მოროსა და ფედერალურ პროკურორს, დელტან დალაგნოლს.

კომენტარები