ბიუჯეტი

IDFI: თბილისის ტერიტორიაზე მოჭიდავეების ფორმების ტრანსპორტირებაში 8 000 ლარი დაიხარჯა

wrestling.ge

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ახალი კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ მოჭიდავეების ფორმების ტრანსპორტირებისთვის თბილისის ტერიტორიაზე ჭიდაობის ფედერაციამ 8 ათასი ლარი დახარჯა.

კერძოდ საუბარია, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ფორმებზე. ამ ფორმების საქართველოში ტრანპორტირებამდე ფედერაციამ 12 ათასი ლარი დახარჯა, ხოლო თბილისის საბაჟოდან ფედერაციის შენობამდე ტრანსპორტირებაზე 8,276 ლარი დაიხარჯა.

კვლევაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ აქტივობების ხარჯებთან დაკავშირებით ფედერაციამ სამინისტროს მხოლოდ ერთი ხელშეკრულება მიაწოდა. ეს ხელშეკრულება ფორმების დაბრენდვას ეხებოდა და თან ერთვოდა მიღება ჩაბარების აქტი, თუმცა არანაირი ხელშეკრულება არ არის მიწოდებული ფორმების და ეკიპირების შეძენისა და ტრანსპორტირების საკითხზე. აღნიშნული ხარჯი არ არის მითითებული საერთო ხარჯთა ანგარიშგებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015-2018 წლებში, სპორტის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამიდან სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაზე 30 მილიონი ლარი გამოიყო.

კომენტარები