უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი თავაძე: ის, რომ აქ ვარ და გპასუხობთ, ნიშნავს, რომ კონკურსს ვენდობი

0 კომენტარი
ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე, ზაზა თავაძე ამბობს, რომ მიმდინარე კონკურსს ენდობა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მან ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის პასუხად თქვა: 

ნაზი ჯანეზაშვილი: გაქვთ თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ? 

ზაზა თავაძე: მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ შვებულებაში და შეჩერებული მაქვს სამსახურეობრივი უფლებამოსილება, მე არ ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გარეშე. შესაბამისად, მე შებოჭილი ვარ კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-12 პუნქტით. ვინაიდან, მე თუ ახლა შევაფასებ რომელიმე საკანონმდებლო აქტის ავ-კარგიანობას, ხვალ-ზეგ ეს შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი. შეიძლება რომელიმე მოსარჩელემ სარჩელი შემოიტანოს, რაც გახდება ავტომატურად აცილების საფუძველი. ასევე, იქ ჩამოთვლილია სხვა გარემოებები, რომლის გამოც მე არ შე შემიძლია, გიპასუხოთ. 

დღეს მოქმედი რეგულაცია, რომლითაც გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს შერჩევისათვის, ვფიქრობ, რომ არის, მინიმუმ, საკონსტიტუციოს პრეზუმფციას ვახსენებ აქ და სანამ არ გაუქმებულა, ჯერ კიდევ მოქმედებს და ცოცხალია. და კიდევ, ის ფაქტი, რომ მე აქ ვარ და თქვენ გპასუხობთ, ნიშნავს, რომ მე ამ პროცესს ვენდობი. 

ნაზი ჯანეზაშვილი: თქვენ მონაწილეობთ კონკურსში, რომელშიც ასევე მონაწილეობს და თქვენი კონკურენტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრის ცოლისძმა. ასევე, თქვენ მონაწილეობთ იმ კონკურსში, სადაც თქვენი კონკურენტია სხვა ადამიანი, იუსტიციის საბჭოს სხვა წევრის მაზლი, სავარაუდოდ ყოფილი, მაგრამ ამაზე ინფორმაცია არ მოუწოდებია არავის. მესამე, თქვენ მონაწილეობთ კონკურსში, სადაც ახლა ზიხართ და დარბაზში ზის საბჭოს ორი წევრი, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ მეჯვარეობა, რაც, თავისთავად, რაღაც კითხვებს აღძრავს. მე არ გთხოვთ, შეაფასოთ ეს ადამიანები. თქვენი დამოკიდებულება, განწყობა როგორია ამ ადამიანების მიმართ. ინტერესთა კონფლიქტი არის თუ არა ამით და რამე დისკომფორტს ხომ არ გიქმნით ან ხომ არ გექნებათ გარკვეული უსამართლობის განცდა, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენ სასარგებლოდ. როგორ შეაფასებდით იმას, რომ მონაწილეობთ იმ კონკურსში, სადაც ამ ტიპის ნეპოტიზმია და მაინც უცხადებთ ნდობას ამ კონკურსს? 

ზაზა თავაძე: თქვენ მიერ ჩამოთვლილი ეს ფაქტები ჩემთვის არ არის მთლად ცნობილი, მაგრამ გენდობით თქვენ, რასაც თქვენი კოლეგების წინაშე ბრძანებთ. ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ირღვევა ნებისმიერი პირის მიერ, საუბარია საჯარო მოხელეზე, ამას უნდა მიეცეს შესაბამისი რეაგირება. მე არ ვარ ის პირი, რომელმაც ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. მე ვარ ერთ-ერთი კონკურსანტი, რომელიც მოვედი თქვენ წინაშე და შესაბამისად, ეს არის თქვენი გადასაწყვეტი, ამ ორგანოს გადასაწყვეტი, ვისი აცილება უნდა მომხდარიყო, ვისი - არ უნდა მომხდარიყო, ვის აქვს და ვის არა ინტერესთა კონფლიქტი. ეს არის ცალსახად თქვენი გადასაწყვეტი, რაც კანონმდებლობით გაქვთ მონიჭებული თითოეულ თქვენგანს. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები