გონების ფილოსოფია

ცნობიერება, ხელოვნური ინტელექტი, სიზმრები და ნაციონალიზმი - ინტერვიუ თომას მეცინგერთან

0 კომენტარი

აქ ჯდომისას, მე, განვიცდი მრავალ თვისებას, როგორებიცაა ამ მწვანის სიმწვანე, წვიმის წვეთები, რომლებიც ეცემა კანს  და მრავალი შინაგანი განცდა, და ასე ჩანს, თითქოს არის ვიღაც, ვისაც ეს განცდები აქვს, არის მუდმივი მე, რომელსაც ეს განცდები აქვს.  შეგიძლია აგვიხსნათ, რატომაა ეს არასწორი? რატომ არ არსებობენ მეები?  

 

პირველ რიგში, ძალიან მარტივად რომ დავიწყოთ, მეცნიერება გვეუბნება, რომ სამყაროში არ არსებობს ფერადი ობიექტები. ასე რომ, სიმწვანე ან ჩემი შარვლის სინარინჯისფრე არის ჩემი შარვლიანი ფეხის მოდელის, ან მცენარის მოდელის თვისებები, რომელსაც ტვინი ქმნის. 

ესაა პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა იქნება მომდევნო სენსორული სტიმული და ეს ქმნის მოდელს. ამგვარად, პირველი რაც უნდა გაიგოს არის, რომ ცნობიერი განცდების თვალსაზრისით, ჩვენ ვცხოვრობთ მოდელის შიგნით.  ესაა საუკეთესო ჰიპოთეზა, რომელიც ტვინს აქვს იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს შემდეგ მილიწამებში. ესაა რასაც ცნობიერად განვიცდით.  ის არ ყოფილა ოპტიმიზირებული მილიონობით წლების განმავლობაში, რათა ყოფილიყო ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს სწორი, სარწმუნო რეპრეზენტაცია.  ის იყო ოპტიმიზირებული, რათა ბევრი შვილი გვყოლოდა, გაგვეკეთებინა ჩვენი გენების ასლები ეფექტურად, უარგვეყო ჩვენი მოკვდავობა, გვქონდეს ოპტიმიზმის მიკერძოება. ასე რომ, ეს მოდელი არაა ოპტიმალური მოდელი მეცნიერული თვალსაზრისით, ესაა ოპტიმალური მოდელი ევოლუციური დინამიკის თვალსაზრისიდან. ესაა მილიონობით წლების ბუნებრივი გადარჩევის შედეგი.  ამ მოდელს აქვს არა მხოლოდ ფერები და ობიექტები, და ფიზიკა გვეუბნება, რომ არ არსებობენ ობიექტები მკაცრი გაგებით, ფილოსოფიური გაგებით, ინდივიდუალური სუბსტანციები. 

 მას ასევე აქვს მე-ს მოდელი. “მე”, რომელიც აქ ზის და გესაუბრება შენ, რომელიც აკონტროლებს თავის მეტყველებას, შესაძლოა აკონტროლებს აზრებს, აკონტროლებს ყურადღებას და ეს ქმნის მე-ს ფენომენოლოგიას. ასევე არსებოს მხედველობის პროცესის მოდელი, არის არა მხოლოდ ამ ფერადი ობიექტების მოდელი, არის დანახვის პროცესის მოდელიც, რომელიც აკავშირებს “მე”-ს სამყაროსთან და ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს ყველაფერი არის მოდელი, რომელიც სასარგებლო იყო ამ ორგანიზმის გადასარჩენად.  ასე რომ, თუ შევხედავთ ტვინს, ჩვენ ვერ ვიპოვით მეებს. მე, და ეს პრინციპში ტრივიალური მტკიცებაა, არაა სუბსტანცია

სუბსტანციაში აქ არ იგულისხმება არაფერი ქიმიური, არამედ ეს არის ტექნიკური ტერმინია ფილოსოფიიდან. ფილოსოფოსები სუბსტანციას ეძახიან რაღაცას, რასაც შეუძლია არსებობა თავისთავად  და მე-ს გრძნობას არ არის რაღაც, რაც იარსებებდა ტვინის გარეშე, ან ფიზიკური სამყაროს გარეშე, ან ინფორმაციის დამუშავების გარეშე. ამგვარად, რაც გვაქვს არის არა მე, არამედ მე-მოდელი, რომელიც შექმნილია ჩვენი ტვინის მიერ, რომელსაც აქვს ხანგრძლივი ევოლუცური ისტორია   და ხრიკი არის, რომ რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ამოვიცნოთ ეს მოდელი, როგორც მოდელი, განვიცადოთ ის როგორც მოდელი, ჩვენ მას საკუთარ თავთან ვაიგივებთ. ორგანიზმი, რომელიც ჩვენ ვართ, ორგანიზმი რეალურია, ასე ვთქვათ, ჩაწებებულია თავისი მე-მოდელის შინაარსის შიგნით. თითქოს ჩვენ ვიბადებით ვირტუალურ რეალობაში, ჩაძირულები ვართ, გვაქვს სამგანზომილებიანი ჰალუცინაციები ზუსტად ისე, როგორც სიზმარში.   ეს ხდება ტვინში, მაგრამ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ტვინის გარეთ ვიმყოფებით რეალურ სამყაროში. და ეს ქმნის განსხეულებულ მეს და ჩვენ ვიდენტიფიცირდებით მასთან, როცა ორგანიზმი იძირება ამ მე-ს მოდელში და ეს უქმნის ბევრ ადამიანს გრძნობას, რომ ფილოსოფიურად, უნდა არსებობს რაღაც, და ეს რაღაც არის “მე”, მაგრამ ჩვენ ვერ ვნახავთ მას, ვერსად სამყაროში 

აქვს მას რამე ადაპტაციური ღირებულება? რა შეიძლება იყოს ფენომენალური მე-მოდელის სარგებელი გადარჩენისთვის?

ცნობიერ მე-მოდელს აქვს ბევრი განსხვავებული შრე, მაგალითად, შენ უნდა აკონტროლო შენი სხეულის მოძრაობები, ესაა მე-მოდელის ერთ-ერთი წარმოშობა და შენ ასევე უნდა გქონდეს კარგი მე-მოდელი. თუ შენ ხარ მაიმუნი, რომელიც ტოტიდან ტოტზე დახტის, შენ უნდა გქონდეს ძალიან კარგი ონლაინ მოდელი იმის, თუ რამდენად მძიმეა ჩემი სხეული, აიტანს თუ არა ეს ტოტი მის წონას, რამდენად სწრაფად შემიძლია გადავხტე. თუ ეს მოდელი არაა აკურატული შენ არ გეყოლება ბავშვები. თუ შენ ცხოვრობ სოციალურ ჯგუფში, შენ ასევე გჭირდება მოდელი “არის თუ არა ეს ტიპი ჩემზე ძლიერი?” “მასთან ჩხუბი უნდა დავიწყო, თუ არა?”  “შემიძლია თუ არა მასზე სწრაფად სირბილი, თუ გაქცევა მომიწევს?” “ვარ თუ არა ყველაზე ლამაზი გოგო ამ ჯგუფში?”  

ამგვარად, ასევე არსებობს სოციალურ მე-მოდელი, როგორც სხეულებრივი მე-მოდელი. არის უფრო ღრმა შრეებიც, მაგალითად ჰომეოსტატიკური თვით-კონტროლი.  ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ სუნთქვა, მონელება, გულისცემის სიხშირე, ჟანგბადის დონე ჩვენ სისხლში, შაქრის დონე ჩვენ სისხლში. ეს ყველაფერი მე-ს მოდელირებაა, ესაა სხეულის თვისებების რეპრეზენტირების მუდმივი პროცესი ძალიან პატარა ფანჯრებში, სხვა შემთხვევაში მკვდრები ვიქნებოდით. მან უნდა იმუშავოს.  ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ სხეულის მოდელი უმეტესად საკმაოდ აკურატულია, რადგან ის უნდა იყოს აკურატული, თუმცა, ასევე არსებობს უფრო მაღალი დონეები. მაგალითად ავტობიოგრაფიული მე-მოდელი, ჩემი მთელი ცხოვრების ისტორია, რომლებიც არაა იმდენად სარწმუნო. ბევრ ადამიანს ავიწყდება რამდენი მარცხი ჰქონდათ ცხოვრებაში და რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ, ევოლუციას უბრალოდ უნდა, რომ ორგანიზმმა განაგრძოს, განაგრძოს, განაგრძოს სვლა და არასდროს გაჩერდეს, მაშინაც კი, როცა ეს ორგანიზმის ინტერესებში არ შედის. 

 

და ჩვენ გვაქვს ბევრი კოგნიტური მიკერძოება მე-მოდელის უფრო მაღალ დონეებზე. ერთი ძალიან ცნობილი მიკერძოებაა ოპტიმიზმის მიკერძოება, ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ მომავალში უფრო მეტი პოზიტიური გამოცდილება ექნებათ, ვიდრე ეს რეალისტურია.

ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ მე-მოდელის დაბალი დონეები ძალიან კარგია, ძალიან აკურატულია. ისინი ძველია, ჩვენ ვიზიარებთ მას ცხოველებთან,  მაღალ დონეებს კი კავშირი აქვს კულტურასთან და საზოგადოებასთან და მანდ არის ბევრი რამ, რაც არასწორია. 

რა ტიპის სისტემებია ცნობიერი? ეს მხოლოდ ბიოლოგიური სისტემების თვისებაა, თუ სუბსტრატს არ აქვს მნიშვნელობა და ეს ნებისმიერი ინფორმაციის დამმუშავებელი სისტემის თვისება შეიძლება იყოს? 

ჩვენ არ ვიცით რა არის ცნობიერება. ჩვენ არ გვაქვს ცნობიერების თეორია.  ვფიქრობ არის რაღაც ძალიან მარტივი, მე ახლა ვიკვლევ თუ რა არის ცნობიერების ყველაზე მარტივი ფორმა, რასაც ბევრი საერთო აქვს მედიტაციის გამოცდილებებთან. და ვფიქრობ ეს არის რაღაც, რასაც უმეტესად ვერ ვაცნობიერებთ, ესაა წმინდა ცნობიერების ან უბრალო სიფხიზლის თვისება.  ამრიგად ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მწვანე ყვავილების ან ნარინჯისფერი შარვლის აღქმა, არამედ როცა ჩვენ ვიღვიძებთ დილის არის ტვინის ნაწილი, რომელიც ყველაფრის აქტივაციას აკეთებს და ეს ნაწილი, რომელიც ღვიძილს ქმნის. თუ ჩვენ გვაქვს ამის რეპრეზენტაცია; უკიდურესად მარტივად რომ ვთქვა, თუ ჩვენ არა მხოლოდ გვღვიძავს, არამედ ჩვენ ვიცით, რომ გვღვიძავს, მაშინ ჩვენ ცნობიერები ვართ. 

მე ვფიქრობ რომ ზოგიერთი  კომაში მყოფი პაციენტს, ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტს, ღვიძავთ,  მაგრამ ცნობიერები არ არიან. ისინი გადიან ძილის და ღვიძილის ციკლებს ყოველდღე, მაგრამ მათ არ აქვთ ცნობიერი განცდები  და კვლავ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ მათ ღვიძავთ, მაგრამ მათ არ იციან, რომ ღვიძავთ, მათ არ აქვთ ფხიზლად ყოფნის მე-მოდელი. 

დავუბრუნდეთ შეკითხვას,  შესაძლებელია, რომ ეს ჰქონდეს მანქანას? აუცილებლად ბიოლოგიური სისტემა უნდა იყო?  მე ვფიქრობ, რომ კი მანქანებს შეიძლება ჰქონდეთ ეს. მანქანას შეუძლია მაგალითად ავტოაქტივაცია, ისევე როგორც შენი ტელეფონი აკეთებს ავტოაქტივაციას ღამის სამ საათზე, რათა განახლება გააკეთოს და შემდეგ კვლავ იძინებს. 

მანქანას შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესის მოდელი, ავტოაქტივაციის პროცესის მოდელი, მან შეიძლება იცოდეს, რომ მე ახლა საკუთარი თავის ავტოაქტივაცია გავაკეთე. და მას ასევე შეიძლება ჰქონდეს ღვიძილის და ცნობიერად ყოფნის ძალიან მარტივი ფორმა,  ან იყოს ცნობიერი, რაც ჯერ კიდევ არ ნიშნავს მე-ს ქონას, ან მე-ს გრძნობას, არამედ ეს იქნება მხოლოდ, ასე ვთქვათ, რომ “შუქი ჩართულია”. მე ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ მანქანები ცნობიერები იქნებიან, თუმცა ეს არ მოხდება ხვალ და ეს არ მოხდება ზეგ. 

შენ აღწერე, რომ ტვინი, როგორღაც ბურღავს ფენომენოლოგიურ გვირაბს ფიზიკური რეალობის შიგნით, მე მინდა ვიცოდე რა არის ეს ბურღვის პროცესი? 

ეს იყო მცდელობა შემექმნა მეტაფორა და შესაძლოა კარგი მეტაფორა არაა. ამ “ეგოს გვირაბის” მეტაფორის  პირველი ნაწილი იყო, რომ მხოლოდ ცნობიერი განცდებისთვის, ეს შინაგანი მოდელია, ის დანამდვილებით ტვინშია. ეს ბუშტია, ეს ვირტუალური რეალობაა ტვინში. ეს არაა მართალი ცოდნისთვის. ვფიქრობ,  ჩვენ ვართ ჩაშენებული, განსხეულებული, განლაგებული არსებები და ცოდნის ურრთიერთდამოკიდებულებებში ჩვენ ვართ კონტაქტში, არსებობს გარშემო სამყარო, მაგრამ მხოლოდ ფენომენალური შინაარსისთვის, მხოლოდ გამოცდილების თვისებისთვის, ეს შინაგანად განსაზღვრულია, 

თუმცა ცხადია არის გარეგნული ფაქტები, რომლებიც მაგალითად განსაზღვრავს არის თუ არა ეს ჰალუცინაცია, თუ სწორი აღქმაა.  ასე რომ, გარეგანი სამყარო თამაშობს როლს მაგრამ ცნობიერება არის რაღაც შინაგანი ტვინში. შეიძლება ითქვას, ეს არის რაღაც ბუშტის მაგვარი, ტრუმანის შოუს ბუშტი ან რაღაც მსგავსი,  მაშინ ის იქნებოდა გაყინული მომენტში, და შესაძლოა ზოგიერთ მარტივ ცხოველს აქვს ცნობიერი ბუშტი, მაგრამ ისინი მარადიულ ახლაში ცხოვრობენ. ყოველთვის ახლაში, და დრო არ მიედინება და მისთვის ეგოს გვირაბის დარქმევით, მინდოდა გამომეხატა ფაქტი, რომ ჩვენ ასევე ვმოძრაობთ დროში,  ჩვენ გვაქვს შინაგანი გამოცდილება, ჩვენ გვაქვს ახლა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ხანგრძლივობა, ჩვენ ველით მომავალს. ამრიგად, ჩვენ ვგავართ ბუშტს, რომელიც მოძრაობს დროში ფენომენოლოგიურად და რა თქმა უნდა, დიდი შეკითხვაა, ტვინის რა მექანიზმები ქმნის ამას და ეს ძალიან ღრმა და რთული შეკითხვებია და მე არ მაქვს პასუხი, მაგრამ ამას კავშირი აქვს ტვინის მიერ დროის რეპრეზენტაციასთან.  როგორ აკეთებს ის იმ ფაქტის რეპრეზენტაციას, რომ ეს არის ახლა, ესაა რეალური მომენტი და არის მომდევნო მომენტი ოდნავ მომავალში და მე მუდმივად მივდივარ ამ შემდეგი მომენტისკენ. ჩემი აზრით, ესაა კვლევის დიდი მიმართულება კომპიუტერული მოდელირებისთვის, ნეირომეცნიერებისთვის და ფილოსოფიისთვის, რომ გავიგოთ ეს წინ მოძრაობა, რადგან ეს მექანიზმები რომელიც ქმნის ამ ფენომენალურ დროის ხაზს, ეს მექანიზმები მოგვცემდა პასუხს შენ კითხვაზე, რა არის ბურღვა, ფიზიკურ სამყაროში ბურღვის პროცესი, მაგრამ არ ვიცი. 

რა არის დინამიკური ბირთვის ჰიპოთეზა? 

არის განსხვავებული ჰიპოთეზები იმის შესახებ, თუ რა არის ცნობიერება.  ერთი ჰიპოთეზა, ედელმანის და ტონონის, წარსულში, რომელსაც დღეს ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია ეწოდება,  არის, რომ ტვინის ძალიან კომპლექსურ დინამიკაში ყოველთვის არის ბირთვი მდგომარეობა, სადაც ინფორმაცია იტეგრირდება, ერთად გროვდება და ესაა ცნობიერი ნაწილი.  ჩემი აზრით არასდროს უნდა დავივიწყოთ ორი რამ, ერთი, რომ ტვინი არის ყველაზე კომპლექსური ფიზიკური ობიექტი, რომელიც ვიცით. მთელ სამყაროში ჩვენ არაფერი ვიცით არაფერი ისეთი რთული, როგორიც ტვინია  და ჩვენი ცოდნის დიდი ნაწილი, ჩვენი ინტელექტის დიდი ნაწილი სრულებით არაცნობიერია.

უმეტესობა, რაც ვიცით სამყაროს შესახებ და საკუთარი თავის შესახებ, ტვინის არაცნობიერი პროცესებშია.  ამრიგად შეკითხვაა რა არის ის “პატარა პატარა პატარა ფრაგმენტი, სადაც შუქი ჩართულია და სადაც განცდები გვხვდება.”   რა არის განსხვავებული, უფრო ზოგად დინამიკის ამ პატარა, პატარა, პატარა ნაწილში. არავინ იცის, მაგრამ ერთი იდეაა, მაქსიმალური ინტეგრაცია. 

როგორ იქცა ბიოლოგიური ევოლუცია კულტურული ევოლუციად, სარკისებური ნეირონების კონტექსტში? 

ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, წარმოდგენა არ მაქვს, მე მხოლოდ სპეკულაცია შემიძლია.  ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ცნობიერ მე-მოდელზე, არის ცნობიერი მე-მოდელი, არის არაცნობიერი მე-მოდელი.  ტვინის მე-მოდელი არის ქვეპერსონალურ მდგომარეობაში. პიროვნება არის მთელი ორგანიზმი, ცნობიერი მე-მოდელით და სპეციფიკური მე-მოდელით.  სახელდობრ, საკუთარი თავის, როგორც პიროვნების მოდელი. 

ცხოველების უმეტესობას  აქვს სხეული, ცნობიერი მე-მოდელი, მაგრამ მათ არ აქვთ პიროვნების მოდელი. და მე ვფიქრობ, პიროვნების მოდელი, ფილოსოფოსებს ბევრი  დაუწერიათ ამის შესახებ, გაჩნდა ადამიანის კულტურულ ურთიერთქმედებებში.

მე გიყურებ შენ და ვფიქრობ ის რაციონალური ინდივიდია, შენ მიყურებ მე და შენც ასევე აღიარებ, ამოიცნობ და მიმიღებ მე, როგორც რაციონალურ ინდივიდს, ან როგორც მორალურ სუბიექტს და შემდეგ ჩვენ ვხედავთ ერთდროულად, “ის ამას ჩემთან ერთად აკეთებს” და “მე ამას მასთან ერთად ვაკეთებ”  და შემდეგ შენ იღებ სოციალური ორგანიზაციის მაღალ დონეს. ცხადია, არის უფრო დაბალი დონეები მაგალითად ჭიანჭველებში, ფუტკრებში, თევზებში, ფრინველებში, მაგრამ ადამიანის საზოგადოებები ძალიან უნიკალურია. 

ამას შეიძლება გარკვეული კავშირი ჰქონდეს ფაქტთან, რომ ადამიანის მე-მოდელი ძალიან განსხვავებულია შიმპანზეს მე-მოდელისგან,  ისაა პლატფორმა იმის სათქმელად, მაგალითად, რომ შენ ხარ პიროვნება და მე ვარ პიროვნება. ან იმის სათქმელად, რომ შენ ხარ მორალური სუბიექტი და მე ვარ მორალური სუბიექტი. და ჩვენ ყველა ერთად ვართ. ეს ქმნის ახალ ჯგუფურ დინამიკას, მაგრამ მე ვფიქრობ არის კიდევ რაღაც, რასაც ბევრი ადამიანი ვერ ხედავს, არსებობს არა მხოლოდ ინდივიდუალური ცხოველების მე-მოდელები, არამედ ასევე არის ზეპერსონალური მე-მოდელები. მაგალითად, კარგ საზოგადოებაში პარლამენტი იქნებოდა საზოგადოების მე-მოდელი, სადაც სხვადასხვა ნაწილები რეპრეზენტირებულია, კოორდინირებულია და ეს ხდის მთელ საზოგადოებას კოჰერენტულს, სიცოცხლისუნარიანს. 

მე ვფიქრობ, რომ შიმპანზეებს აქვს ჯგუფის გარკვეული მოდელი, შიმპანზეების ჯოგის მოდელი, მაგრამ არც ისე კარგი.  შიმპანზებზე ვიცით, რომ როცა ის ბანანს ხედავს, არავის ეუბნება, შემდეგ ის გამოსცემენ ხმას, ყველა ზემოთ იხედება, ფიქრობენ რომ ეს მტაცებელი ფრინველია და შემდეგ სწრაფად იღებენ ამ ბანანს. ისინი აცნობიერებენ რომ არსებობს ჯგუფის ინტერესები და არსებობს ჩემი ინტერესები.  ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი ნაბიჯი ბიოლოგიური ევოლუციიდან კულტურულ ევოლუციამდე, მაღალ დონეებზე, როგორიც ადამიანის საზოგადოებები, გვაქვს ჩემი ინტერესების მოდელი, ჩემი ოჯახის და ბავშვების ინტერესების მოდელი, და შემდეგ მთელი ჯგუფის ინტერესების მოდელი. ადამიანი, ადრეული ადამიანების ადრეული  ჯგუფები. დღეს ყველაფერი ძალიან გართულდა გლობალიზაციასთან და პლანეტაზე რვა მილიარდ ადამიანთან ერთად. 

მორალური ქცევა იწყება მაშინ,  როცა არსებები ცვლიან ინდივიდუალურ ინტერესებს და ჯგუფის ინტერესებს შორის, როცა ჯგუფი სჯის ინდივიდებს, რომლებიც აკეთებენ რაღაცას, რაც ჯგუფის ინტერესების წინააღმდეგაა და შემდეგ მოულოდნელად გაქვს პატარა მოდელი ჯგუფის, რომელიც გიყურებს.  შესაძლოა გახსოვს, როცა პატარა იყავი, დედა გეუბნებოდა “ღმერთი ყველაფერს ხედავს” და ეს არის გამოთვლითი ნაბიჯი, ჩვენ ვცდილობთ მოვათავსოთ მოწმე, მუდმივი მოწმე გონებაში, მაშინაც კი, როცა ადამიანი ვერ გხედავს ღმერთი გხედავს. რაღაცამ იცის შენ კარგი ხარ თუ ცუდი. ის ხედავს შენ აზრებს, შენ გრძნობებს და შენ ქმედებებს მაშინაც, როცა იქ არავინაა. ამრიგად,  რელიგია შესაძლოა კავშირში იყოს ჯგუფის ინტერესების რეპრეზენტაციასთან, ძალიან ძლიერად ინდივიდის გონებაში, უხილავი პიროვნების მეშვეობით, ღმერთები ანგელოზები, რაღაც ასეთი. მაგრამ ასევე იმის მეშვეობით, რასაც ქრისტიანები ეძახიან სინდისს, და ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი ცნობიერების შესახებ. მრავალი ასი წლის განმავლობაში დეკარტამდე conscientia, ლათინური ტერმინი და ბერძნული ტერმინები ნიშნავდა კეთილსინდისიერებას.  ეს ნიშნავს, გქონდეს მაღალი დონის მორალური მსჯელობა, შენ გაქვს აზრი და შენ ფიქრობ, ეს კარგი აზრი იყო თუ ცუდი აზრი, უნდა მქონოდა ეს გრძნობა თუ არა.

ამ აზრით, დღეს შეიძლება იყოს ბევრი ადამიანი, რომლებიც ხედავენ ფერებს, აქვთ მე-ს გრძნობა, მაგრამ ისინი სრულიად არაცნობიერები არიან,  რადგან ისინი საინვესტიციო ბანკირები არიან ან პოლიტიკოსები, სინდისის გარეშე მუშაობენ საკუთარი მოგებისთვის და ზიანს აყენებენ საერთო სიკეთეს. ამრიგად, ჩვენ გვაქვს თანამედროვე იდეა, თუ რა არის ცნობიერება, ფერების ხედვა, გრძნობების ქონა, პერსპექტივის ქონა, მაგრამ არის უფრო ძველი და ღრმა მნიშვნელობა, რასაც კავშირი აქვს ქრისტიანულ ფილოსოფიასთან. 

იყო რეალურად ცნობიერი ნიშნავს გქონდეს conscientia, Gewissen გერმანულად, არ ვიცი ქართულად რა სიტყვაა, რა სიტყვა იქნებოდა? 

 

-სინდისი. 

-კავშირი აქვს ცნობიერების აღმნიშვნელთან? 

-არა , ორი განსხვავებულის სიტყვაა

როცა ის შემოვიდა ლათინურიდან ინგლისურში და გერმანულში შენ კვლავ შეგეძლო ორი მნიშვნელობის დანახვა.  შეიძლება ითქვას, ვინც სინდისიანი არაა, საერთოდ არაა ცნობიერი. ამას აქვს კავშირი კულტურულ ევოლუციასთან, ვიღაც ვისაც არ აქვს ჯგუფის მოდელი, კულტურის მოდელი, რაღაც აზრით ის არაცნობიერია. 

რატომ გვესიზმრება სიზმრები? 

ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ, ვფიქრობ ამას კავშირი აქვს გრძელვადიანი მეხსიერების კონსოლიდაციასთან. შენ უნდა გააკეთო დღის განმავლობაში ნასწავლის რესტრუქტურიზაცია, და დაახარისხო ისინი რისი შენახვაც გინდა.   მაგრამ შეიძლება იყოს უფრო მარტივი ახსნაც, მას შეიძლება კავშირი ჰქონდეს თერმულ რეგულაციასთან. როცა წარსულში ჩვენ გვეძინა, ეს ძალიან სახიფათო სიტუაცია იყო, ჩვენ ყოველთვის უნდა შეგვძლებოდა გაგვეღვიძა თუ ცხოველი თავს გვესხმოდა, გაგვეღვიძა ძალიან მალე. და შეიძლება იყოს, რომ ეს ძილი ფაზები დასაწყისში იყო მექანიზმი, რომ სხეულის ტემპერატურა აგვეწია, გადაეტვირთა ყველაფერი სიმულაციად, რომელიც მზადაა გაიღვიძოს და სწრაფად იმოქმედოს,  და მას აქვს კავშირი ტვინის ტემპერატურის რეგულაციასთან, რომ ზედმეტად არ გაგრილდე. მაგრამ მე არ ვიცი ბევრი ამის შესახებ, არის სხვა ხალხი, რომლებმაც უფრო მეტი იციან. 

მე დაინტერესებული ვიყავი საფრთხის სიმულაციის თეორიით, ანთი რევონსუოს თეორიით? რომ ჩვენ ქმნით სიმულაციას ტვინში გარემოდან მომავალი შესაძლო საფრთხეების შესახებ, ეს ხომ არ  არის მისი ევოლუციური ფუნქცია? 

აუცილებლად უნდა გააკეთო ინტერვიუ  ჯენიფერ ვინდთან ან თავად ანთისთან,  მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ საფრთხის სიმუალცია ხსნის ბევრ რამეს, მაგრამ შესაძლოა არა ყველაფერს. თუმცა, ეს ძალიან კარგი იდეაა და კარგი მიგნებაა, რადგან ჩვენ ევოლუციურ კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო რომ გვქონოდა საფრთხეების მოდელი.  შესაძლოა შენ იცი, რომ ადამიანების უმეტესობა ცოტა პარანოიალური და ნერვიულია. ამას მიზეზი აქვს, წარსულში როცა ჩვენ ვსეირნობდით და იყო მოძრაობა ბუჩქებში, არ იყო მკაფიო ეს ქარია თუ ცხოველი,

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ათჯერ შემცდარიყავი და გეფიქრა, რომ ცხოველი იყო და შეგშინებოდა და ყურადღებით ყოფილიყავი. ამრიგად, ჩვენ გვაქვს ჰიპერ-სენსიტიური აგენტის დეტექტორები. საკმარისი იყო მხოლოდ  ერთი სიტუაცია, სადაც იფიქრებ, რომ “ეს მხოლოდ ქარია”, შენ აღარ დატოვებდი შთამომავლობას. მილიონობით წლების განმავლობაში, როცა ჩვენი ცხოვრება სახიფათო იყო, ძალიან მნიშველოვანი იყო, რომ მუდმივად დაგვესკანერებინა რეალობა ბალახებში მოძრაობისთვის - “შეიძლება იყოს ეს საფრთხე?”  

ასევე, კარგი მაგალითი, თუ როგორ არ მოქმედებდა ევოლუცია ჩვენ ინტერესების სასარგებლოდ. ჩვენ დღეს ძალიან უსაფრთხო გარემოები გვაქვს,  მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მოვეშვათ, ჩვენ ყოველთვის ოდნავ აფორიაქებულები ვართ, ოდნავ ნევროტულები, 

ჩვენ ვფიქრობთ ყაჩაღებზე უფრო ხშირად ვიდრე ნორმალურია,  პოლიციაზე… და ეს ჩვენი ევოლუციური ისტორიაა. ის ჩვენ უბედურს გვხდის, ის არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას,  მაგრამ ის ქმნის უფრო მეტ გენეტიკურ წარმატებას, მეტ გამრავლებას მეტ შთამომავლობას. თუ ეს ასეა დღის განმავლობაში, იგივე ხდება ღამეც, როცა გვძინავს, სადაც ვაკეთებთ შესაძლო საფრთხეების სიმულაციას.

ასევე შესაძლოა შენ გინახავს, როცა არის ავტოსაგზაო  შემთხვევა, სადაც ხალხი დაშავდა ქუჩაში, როგორ დგას ყველა და ათვალიერებს.  ეს ძალიან გამაღიზიანებელია და პოლიციას ხელი ეშლება, მაგრამ ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ვისწავლოთ სიტუაციისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სახიფათო სიტუაციაა და ჩვენ არ გვაქვს დიდი გამოცდილება და ჩვენ გვინდა ვნახოთ რა ხდება იქ, ამიტომ ვართ ასე ცნობისმოყვარეები. ამას კავშირი აქვს საფრთხის სიმულაციასთან, ჩვენ შეიძლება მოგვივიდეს ავტოსაგზაო შემთხვევა, როგორ გამოიყურება ეს ? რას მოვიმოქმედებ?  ბოლოჯერ როცა პატარა შემთხვევა მქონდა არავინ დამეხმარა, ძალიან გავბრაზდი. მანქანაში ვიყავი, რომელსაც უკნიდან დაეჯახა ავტობუსი, პირველი რაც დავინახე იყო პატარა ბიჭი, რომელიც ტელეფონით ფანჯრიდან მიღებდა და ადამიანების ბრბო. ისინი ყველა კმაყოფილები იყვნენ და დაინტერესებულები, ბევრი მათგანი იცინოდა, არავის უკითხავს “ხომ არ დაშავდი?” “პრობლემა გაქვს?” არავის უცდია კარის გაღება, ხალხი უბრალოდ იდგა და ფიქრობდა “ეს არის რაღაც მოულოდნელად თვალშესაქცევი”. შევხედოთ ორ ადამიანს მანქანაში, როგორ გამოიყურებიან ისინი და ესეც ასევე, ვფიქრობ, ევოლუციური წარსულის ნაწილია. ჩვენ არ გვინდა ჩავერთოთ ამაში , შეიძლება სისხლია, შეიძლება რთულია, მაგრამ გვინდა ვნახოთ. ამას კავშირი აქვს საფრთხის სიმულაციასთან. 

რატომაა ცნობიერი გამოცდილება ერთიანი? 

რატომ არის ცნობიერების ერთიანობა? ფილოსოფოსები ამაზე საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდნენ.  აღქმის ტრანსცენდენტული ერთიანობა. საინტერესოა, რომ როცა ნორმალური ადამიანები ფიქრობენ ცნობიერებაზე ისინი მას არ ხედავენ, როგორც პრობლემას, რადგან ნორმალურ შემთხვაში, უმეტესობა ჩვენგანისთვის, ეს სულ არის ერთი სამყარო, ერთი მე, ერთი სიტუაცია  და ის იმდენად ბუნებრივი და მარტივი ჩანს, რომ ვერ ვხვდებით, რომ ამის უკან დგას დიდი გამოთვლითი პრობლემა. 

ტვინმა უნდა გააკეთოს ფერების, ბგერების, უკანა ფონის, ფორმების, სივრცითი მიმართებების, ტემპორალური მიმართებების ინტეგრაცია. ტვინმა უნდა გააერთიანოს ბევრი რაღაც რეალობის ერთ ინტეგრირებულ მოდელში.  ადამიანების უმეტესობა ვერ აღიქვამს ამას, როგორც პრობლემას, რადგან მათ არასდროს გამოუცდიათ სხვა არაფერი, მაგრამ არსებობენ ადამიანები. მაგალითად მძიმე ფსიქიატრიული აშლილობების მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განცდა, რომ პარალელური რეალობები იხსნება და არის ერთზე მეტი სამყარო,  ერთზე მეტი სიტუაცია, და ასევე ადამიანები, რომლებიც ექსპერიმენტირებდნენ კლასიკური ჰალუცინოგენებით, ლსდ, ფსილოციბინი ან მესკალინი, ისინი ზოგჯერ იაზრებენ შესაძლებლობას, რომ შეიძლება იყოს არა ერთი სამყარო, არამედ მრავალი სამყარო ერთდროულად.

ამრიგად,  ადამიანების უმეტესობა არ ხედავს ამას როგორც პრობლემას,  ერთი პატარა რაღაც, რაც გვაქვს არის, რომ როცა ვიღვიძებთ დილას, და ზოგჯერ  ვიღვიძებთ სიზმრისგან, და, ვთქვათ, სიზმარში ოთახში იყო ხუთი ადამიანი, შეიძლება იყოს ერთი წამი, როცა უკვე საძინელებ ოთახს უყურებ და სიზმრის ხალხი ისევ რაღაცნაირად იქაა,   შეიძლება ერთი ან ორი წამით, როცა იღვიძებ, შენ გაქვს ორი სამყარო ან ორი სიტუაცია, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ ეს არ იცის და მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი პრობლემაა მეცნიერებისთვის, რომ ახსნას ცნობიერების ერთიანობა. 

მე ამას ერთი-სამყაროს პრობლემას ვუწოდებ წიგნში “ეგოს გვირაბი”, საინტერესო ფაქტია, რომ ერთიანობა არის მეტ-ნაკლები,  ხანდახან შეიძლება გვქოდეს გრძნობა, რომ შენი სამყარო რეალურად გაერთიანებული და ინტეგრირებულია, ეს ძალიან რეალურია და მდგრადი სიტუაციაა,  მაგრამ ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, ჩემი სამყარო ნაწილებად იშლება, თუ დედაშენი მოკვდა, ან შეყვარებული მიგატოვებს, შენი სამყარო ინგრევა. სს საფრთხეს უქმნის მე-მოდელის სიმწყობრეს, ამას ამბობდნენ ბერძნებიც. ბერძნები ამბობდნენ, როცა შეგრძნებები ერთიანდება, სმენა და მხედველობა, შენ ცნობიერი ხარ, მაგრამ თუ შეგრძნებები ნაწილებად იშლება, სმენა და მხედველობა არ ერთიანდება, მაშინ შენ გონებას კარგავ. შენ კარგავ ცნობიერებას.  ამრიგად, ინტეგრაცია საკვანძო თემაა. 

შეგიძლია ახსნა, რატომ შეიპყრო ამდენი ადამიანი ნაციონალიზმმა მთელ მსოფლიოში? 

ეს დიდი პრობლემაა.   ტექნიკული ტერმინია ტრაიბალიზმი. ჩვენში მილიონობით წლების განმავლობაში გვაქვს მექანიზმები ჩვენ მე-მოდელში, ჩვენ ვაიგივებთ თავს ჩვენ ჯგუფთან   და ჩვენ მზად ვართ წავიდეთ დიდ მსხვერპლზე ჩვენი ჯგუფისთვის, მზად ვართ ჩვენი სიცოცხლეც კი შევწიროთ, მაგრამ არსებობს In-group Out-group მექანიზმი, ადამიანები რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვენ ჯგუფს არ არიან ადამიანები,  ისინი ბარბაროსები არიან, ისინი ურჯულოები არიან, მათ არ სჯერათ ღმერთების, მათ რაღაც უცნაურის სწამთ, მათ განსხვავებული რელიგია აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავხოცოთ ისინი როგორც ცხოველები. ისინი არ არიან ნამდვილი პიროვნებები, ასე რომ ტრაიბალიზმი არის მექანიზმი, რომელმაც მოგვცა საშუალება გაგვეკეთებინა ერთი რაღაც, და ეს საოცარი ფაქტი ადამიანების შესახებ. 

ჩვენ შეიძლება ვიყოთ ძალიან,  ძალიან სოლიდარულები ჩვენი ჯგუფის მიმართ, შვილები, შვილიშვილები,დედა, მამა, ოჯახი  და ამავე დროს თანაგრძნობის გარეშე ჩვენ შეგვიძლია მოვკლათ სხვა ადამიანები ომში, თუ ეს ჩვენი ტერიტორიალურობის საკითხია, მათ ჩვენი ქალების გაუპატიურება უნდათ.  მე ყოველთვის მანცვიფრებდა და შოკში მაგდებდა, რომ გვაქვს ეს მექანიზმი, რომელიც გვაძლევს ღრმა თანაგრძნობას ადამიანების მიმართ და ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია მოვკლათ ცივსისხლიანად ომის სიტუაციაში,  თუ ვიღაც ჩვენ შვილებს ემუქრება ან რამე მსგავსი. ასეთ დროს სხვა ადამიანების მოკვლა შეგვიძლია. 

ამას ვფიქრობ კავშირი აქვს მე-მოდელის გადართვასთან, თუ რა ჯგუფთან აიგივებ თავს, და რა თქმა უნდა, წარსულში ევოლუციაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუ შენ იყავი ადამიანების მცირე ჯგუფში, ოცი ათასი წლის წინ, შენ არ გქონდა გადარჩენის შანსები ჯგუფის გარეშე, შენ ვერ დატოვებდი მათ, მათთან ერთად უნდა ყოფილიყავი,  ისინი იყვნენ შენი გადარჩენის გარანტია, თუ იყო სხვა ჯგუფი ისინი უნდა დაგეხოცა და ესაა საიდანაც მოდის. ჩვენ ახლახან გადავლახეთ ეს ბიოლოგიური მექანიზმები და ვფიქრობ ძირითადად მოხდა ორი რამ: ერთია ეს მტაცებლური ამერიკული სტილის კაპიტალიზმი, რომელმაც შემოსავლის ნაპრალი გააღრმავა, ასე რომ, არიან უკიდურესად მდიდარი ადამიანები პლანეტაზე,  და ღარიბებიც ნამდვილად მდიდრდებიან, გლობალიზაციის მეშვეობით, მაგრამ არა ისე სწრაფად. თითქოს ესკალატორზე ხარ, ერთ მხარეს მდიდრები ყოველთვის მიდიან ზემოთ, შენ კი ხარ ესკალატორზე, რომელიც ქვემოთ ჩამოდის და ყოველთვის უნდა იმოძრავო უფრო სწრად და სწრაფად, მაგრამ არასდროს შეგიძლია დაეწიო მდიდრებს , მიუხედავად იმისა, რომ მაღლა ადიხარ და ადამიანები აანალიზებენ, რომ ისინი მოწყვეტილები არიან, მაგალითად ნეონაცისტები აღმოსავლეთ გერმანიაში.  ისინი აანალიზებენ, რომ ამ პროცესებში ისინი ლუზერები არიან, ისინი აღარ თამაშობენ როლს. იქნება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მათ სამსახურს მიითვისებს იქნება ლტოლვილები, რომლებიც უფრო დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობენ; მათი სამსახურები გაქრა და ამგვარად ისინი ვარდებიან უფრო დაბალ ბიოლოგიურ დონეზე. ვფიქრობ, რაც ხდება ახლა პლანეტაზე, არ უნდა აღვწეროთ იმდენად მაღალ თეორიული დონეზე, პოპულიზმის და ნაციონალიზმის შესახებ არის უფრო ქვედა დონის ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც გვაბრუნებს ტრაიბალიზმში. რადგან ჩვენ შევქმენით საზოგადოებები იმგვარად, რომ ბევრი ადამიანი გრძნობს რომ საფრთხის ქვეშაა, აქვთ განცდა, რომ მე აღარ ვარ ამ ჯგუფის ნაწილი  და არის მეორე რაღაც, მეორეა, გლობალიზაცია და ინტერნეტი: ყველა მოულოდნელად ხედავს თუ რა ხდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ადამიანები ღარიბ ქვეყნებში ხედავენ თავიანთ ტელეფონებში, თუ როგორ ცხოვრობს პლანეტის ყველაზე მდიდარი 2%, ისინი ხედავენ ამას პირველად. 

ეს იზრდება, ეს ძალიან სწრაფი ხდება, ადამიანები ხედავენ მედიიდან, რამდენი ლტოლვილი იქნება მომავალში, კლიმატის კრიზის  და შესაძლოა ფინანსური კრახების გამო/ ადამიანები ხედავენ, რომ ეს პრობლემა ლტოლვილების და ტერიტორიული სამართლიანობის შესახებ არ გაჩერდება, ის უფრო ძლიერი გახდება.   შემდეგ არის სეკულარიზაციის ასპექტი. მეცნიერებამ, განმანათლებლობამ და ფილოსოფიამ ძირი გამოუთხარა რელიგიურ მსოფლმხედველობებს, მაგრამ ადამიანების 80% მაინც ღრმად რელიგიურ მსოფლმხედველობაში ცხოვრობს და შენნაირი ადამიანები მოდიან და კითხულობენ რომ “მე არ არსებობს” არათუ სული, არამედ “მე”-ც კი არ არსებობს და ისინი საუბრობენ კულტურულ ევოლუციაზე და ბევრ ადამიანს ვფიქრობ აქვს გრძნობა, რომ ეს უბრალოდ ზედმეტად ბევრია , ეს ზედმეტად ბევრი ინფორმაციაა. 

ცვლილება ზედმეტად სწრაფია ჩემთვის, მე მინდა რაღაც მარტივი და ტრადიციული და ესაა: ჩემი ტომი, ჩემი ერი, ჩემი ტერიტორია  და ეს ახლა ხდება ბევრ ადგილას ერთდროულად და ეს ძალიან, ძალიან სახიფათოა. მე ამას აღვწერდი, როგორც უკან ჩამორჩენას. კულტურული ევოლუციის რაღაც ეტაპებზე ჩვენ გვქონდა დემოკრატიული ღია საზოგადოებები, გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებები და ეს ყველაფერი. ამას მივაღწიეთ მსოფლიოს რამდენიმე ადგილას. მგონი არსებობს 160 ქვეყანა მსოფლიოში და აქედან მხოლოდ 22-ია სტაბილური დემოკრატია. ის შეიძლება სრულებით გაქრეს, დემოკრატია შეიძლება ყოფილიყო ისტორიული ფაზა.  ასევე შეიძლება მოხდეს, რომ მთავარი არანაციონალური აქტორები, როგორებიცაა Google და Microsoft მომავლის პოლიტიკური ერთეულები გახდნენ, და ვფიქრობ ბევრი ადამიანი ხედავს ამას და უჩნდება გრძნობა, რომ მე ვაგებ, ეს ზედმეტად ბევრია ჩემი გონებისთვის, ზედმეტად ბევრია ჩემი გულისთვის, მე მინდა რაღაც ძალიან მარტივი. ასე იქმნება ნაციონალიზმი. მაგრამ ეს ჩიხია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალიზმს ადრე თუ გვიან, მივყავართ ომამდე. 

ამრიგად, შეკითხვაა,შეგვიძლია თუ არა გლობალიზაციის პროცესის რესტრუქტურიზაცია ისე, რომ დავუბრუნდეთ კულტურული ევოლუციის უფრო მაღალ დონეს.

არავინ იცის როგორ განვითარდება ეს, იმედი მაქვს რომ ჩვენი მომავალი ღიაა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები