მსოფლიო ეკონომიკა

რამდენი ქვეყნის ეკონომიკა ეტევა აშშ-ში

0 კომენტარი
ფოტო: GZERO Media

მშპ, ანუ, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულებაა. მშპ ეროვნული შემოსავალის გამოზმვის და სახელმწიფოს სტანდარტის დადგენის ცენტრალური მეთოდია.

აშშ არ არის, მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფო არც ფართობით, არც მოსახლეობით, თუმცა 19,3 ტრილიონი დოლარით მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკაა. გლობალური ეკონომიკის 15 პროცენტზე მეტი სწორედ, ამერიკაზე მოდის.

სხვაობა იმდენად დიდია, რომ აშშ-ს ცალკეული შტატები ეკონომიკის სიდიდით ხშირად აღემატებიან ცალკეულ და ბევრად დიდ სახელმწიფოებს. მაგალითისთვის კალიფორნია, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს, ეკონომიკის სიდიდით მსოფლიოს მეხუთე ქვეყანა იქნებოდა, ტექსასი კი მეცხრე.

შედარებისთვის, კალიფორნიის ეკონომიკა სიდიდით დიდ ბრიტანეთს აღემატება, ხოლო ტექსასის მშპ აღემატება, რუსეთის ჯამურ მშპ-ს, რომელიც აშშ-ს გეოპოლიტიკური მეტოქეა. 

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Eurasia Group-თან არსებული, ონლაინ-პლატფორმა, GZERO Media-მ იმ სახელმწიფოების სია შექმნა, რომლებიც ეკონომიკის სიდიდით აშშ-ს ცალკეული შტატის ზომის არიან.

ფოტო: GZERO Media

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები