Bohemian Rhapsody

BOHEMIAN RHAPSODY ყველაზე ძველი სიმღერა გახდა, რომელსაც იუთუბზე 1 მილიარდი ნახვა აქვს

0 კომენტარი
Queen - Bohemian Rhapsody

Queen-ის სიმღერა Bohemian Rhapsody გამოსვლიდან 44 წლის შემდეგ კვლავ ხსნის რეკორდებს - ის ყველაზე ძველი სიმღერა გახდა, რომელსაც იუთუბზე 1 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

იუთუბზე ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე 1975 წელს შესრულებული სიმღერის ვერსია დევს.

მიუხედავად მიღწეული რეკორდისა, Bohemian Rhapsody იუთუბზე ყველაზე ყურებად 100 ვიდეოშიც კი ვერ შედის. იქ შედიან, სიმღერები Despasito 6.3 მილიარდი ნახვით, Gangnam Style 3.3 მილიარდი ნახვით და სხვები.

აქამდე, მეოცე საუკუნეში გამოსული ერთადერთი სიმღერა, რომელსაც 1 მილიარდზე მეტი ნახვა ჰქონდა Guns’n’Rose-ის November Rain იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები