ნიუ-იორკი ცნობილია, როგორც "ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს", მაგრამ ფოტოგრაფ Duane Michals-ის ობიექტივში მეგაპოლისის განსხვავებულ მხარეს ვხედავთ.
ფოტოგრაფის სერიაში, სახელად - "ცარიელი ნიუ-იორკი" ასახულია 1964-65 წლების მანჰეტენი, რომელიც მოჩვენებათა ქალაქს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ნიუ-იორკის ცნობილ რაიონს. შავ-თეთრი ფოტოები ამის აღქმას უფრო ამძაფრებს.