ლარის გაუფასურება

საქართველოს ბანკი: ერთი დოლარი 2.96 ლარი ღირს

ტაბულა

საქართველოს ბანკის ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი აშშ დოლარის შეძენა ამჟამად 2.955 ლარადა შესაძლებელი, ერთი ევროსი კი 3.316 ლარად.

თიბისი ბანკი ამ დროისთვის ერთ აშშ დოლარს 2.945 ლარად აფასებს, ერთ ევროს - 3.29 ლარად.

Bloomberg Markets-ის ვალუტის გაცვლითი კურსის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2.9113 ლარია.

ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს საღამოს გამოაქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი ოფიციალური კურსით 2.90 ლარადაა შეფასებული.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 15 თეთრით გაუფასურდა, 9 ივლისს კი დოლართან მიმართებით ოფიციალური კურსის 2.90-ზე ასვლით ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

კომენტარები