უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

თევზაძე: მურუსიძე ნამდვილად არის ლიდერი, მაგრამ ჩემთვის ლიდერი კონსტიტუცია და კოდექსებია

0 კომენტარი
ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ განმწესების მსურველი ლევან თევზაძე ამბობს, რომ ლევან თევზაძე ამბობს, რომ ლევან მურუსიძე ნამდვილად არის ლიდერი, თუმცა, მისთვის პირადად ლიდერი კონსტიტუცია და კოდექსებია

"ლევან მურუსიძე თავისი საქმიანობიდან, თანამდებობრივი სტატუსიდან, პიროვნებიდან გამომდინარე, ნამდვილად არის ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა, თუ მე მეკითხებით, ვინ არის ჩემთვის ლიდერი, ჩემთვის ლიდერი არს კონსტიტუცია, კონვენცია, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ის კომენტარები, რომლებიც ამშვენებს მაგიდას.

ასევე, მეც ვარ დაჯილდოებული ლიდერული, მენეჯერული უნარ-ჩვევებით", - თქვა ლევან თევზაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის პასუხად. 

ლევან თევზაძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი შენგელია კი მისი სიძეა - თევზაძის და შენგელიას ცოლია. ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს. 

ლევან მურუსუძე, რომელსაც საზოგადოება რამდენიმე საქმის მიკერძოებულად განხილვაში ედავება, მათ შორის არის სანდრო გირგვლიანის, გიორგი მიქიაშვილის და სხვა საქმეები, მოსამართლეთა ლიდერად საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა დაასახელა. 

ასევე, თავად მურუსიძემაც თქვა, რომ ის ლიდერია. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები