სადამ ჰუსეინი

ერაყში სადამ ჰუსეინის ბრძანებით დახოცილთა საერთო საფლავი აღმოაჩინეს

BBC

ერაყში საერთო საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც 70-ზე მეტი გვამია, მათ შორის ბავშვების. როგორც ერაყში ამბობენ, სამარხში აღმოჩენილი სხეულები ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის ბრძანებით დახოცილ ქურთებს ეკუთვნით.  

სამარხი ტალ-ალ-შეიხიაში აღმოაჩინეს, ბაღდადიდან 300 კილომეტრის მოშორებით.  

როგორც ზაიდ ალ იოსეფი, ბაღდადის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, სამარხში აღმოჩენილი გვამების ნაწილი ქალებსა და ბავშვებს ეკუთვნით. მსხვერპლთა შორის არიან ახალშობილები და ათ წლამდე ბავშვებიც. მისივე თქმით, სამარხს, შესაძლოა, მეორე ნაწილიც ჰქონდეს, რომელშიც კიდევ უფრო მეტი გვამი იქნება.   

იოსეფის თქმით, ისინი სიკვდილით 1987 წელს დასაჯეს. 1987-89 წლებში ადამ ჰუსეინი ერაყში ქურთების წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებდა. ამ პერიოდში დიქტატორის ბრძანებით 180 000 ადამიანი მოკლეს, 3 000 სოფელი კი გაანადგურეს. 

კომენტარები