ოკუპირებული აფხაზეთი

ენგურის ხიდის ჩაკეტვით დაზარალებული აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

ენგურის ხიდი
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დაფინანსებს.

"ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა" - თქვა ბატიაშვილმა.

კომენტარები