ლარის გაუფასურება

დოლარი 2.9010 ლარი ღირს - ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 24 ივლისის სავალუტო აუქციონის შედეგებს, რომლის მიხედვითაც დოლართან მიმართებით ლარი 0.39 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი ეროვნული ვალუტა 0.47 თეთრით გამყარდა,

ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9010 ლარი ღირს, ერთი ევრო კი 3.2343 ლარი. დოლარის შემთხვევაში ისტორიული მინიმუმი 2.9096 ლარს შეადგენს,  რასაც ლარმა 9 ივლისს მიაღწია.

დღეს ლარი გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან, ხოლო გამყარდა თურქულ ლირასთან მიმართებით.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა 15 თეთრზე მეტით გაუფასურდა.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

კომენტარები